USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
საქართველოს მოქალაქეები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები სუდანში უსაფრთხოდ იმყოფებიან, თუმცა მათი სამშობლოში დაბრუნება კვლავ ვერ ხერხდება
თარიღი:  348

საქართველოს მოქალაქეები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები სუდანში უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. როგორც კომპანიების „ჯეო-სქაის“ და „მაივეი ეარლაინსის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამჟამად უზრუნველყოფილი არიან წყლით და საკვებით. მათ გრაფიკით მიეწოდებათ ელექტროენერგია.

კომპანიის წარმომადგენლებს, საგარეო სამინისტროსთან ერთად, მუდმივი კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან. მათი თქმით, ისინი ელოდებიან სუდანში ვითარების სტაბილიზაციას, რათა ქართველები სამშობლოში დააბრუნონ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის