USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - 60 წლის მეგობრობა თანამშრომლებს შორის
дата:  379
პირველი ფოტოს გადაღებიდან ბევრმა წელმა ჩაიარა. ჩაიარა და თან წაიღო უამრავი აღტაცება და გულისწყვეტა, ტკივილი და სიხარული. ჩაიარა და დატოვა თბილი მოგონება, მეგობრობა და სიყვარული.
საკუთარი შრომის ნაყოფის ხილვის ბედნიერება და გასული წლების მონატრება. წლების, როცა ჯერ კიდევ პატარა გოგონები ბოტანიკურ ბაღში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და მეგობრობას საფუძველი ჩაუყარეს. მეგობრობას, რომელიც მრავალი წელია გრძელდება.
ნანა ყუბანეიშვილი, რომელიც გახლავთ ტროპიკულ მცენარეთა კოლექციის კურატორი და ლია მეტრეველი აგრონომი. ქალბატონები რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ბაღის ისტორიის შექმნაში.
ქალბატონმა ნანა ყუბანეიშვილმა განვლილი გზა გაიხსენა: - ''ბაღში მუშის პოზიციაზე მოვედი. შემდეგ აგრონომად და ლაბორანტად ვმუშაობდი. მეცნიერ-მუშაკად დაწინაურებამ დიდი პერსპექტივების წინაშე დამაყენა და ტროპიკული ორანჟერეა ჩამაბარეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა. ვსაზღვრავდით არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს, რაც ბუნებრივია ჩვენი ენერგიის სრულ მობილიზებას და ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების ყოველდღიურ საჭიროებას მოითხოვდა.
პრინციპში სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან სკოლის მერხიდან პირდაპირ ბოტანიკურ ბაღში მოვედით, სადაც ჩვენი მნიშვნელობა დავინახეთ. შეგვიყვარდა ჩვენი საქმე და ახლაც, ამდენი წლის შემდეგ ვერ წარმოგვიდგენია რომ სხვა ცხოვრება გაგვევლო.
ამ შრომით შეიქმნა ტროპიკული მცენარეების შესახებ საკმაოდ მოცულობითი წიგნი, რომელშიც არა მხოლოდ ფოტომასალა, არამედ ყველა მცენარის დეტალური აღწერაა მოცემული.
ბოლოს კი მინდა ვთქვა, ბოტანიკურ ბაღში დაწყებული მეგობრობა მთელი ცხოვრება გაგრძელდა და ერთად ბევრი რამ გავიარეთ, ერთმანეთს ვაძლიერებდით. ყველაზე ძვირფასი, რაც მე და ლიას და ბაღის სხვა თანამშრომლებს დღეს გვაქვს - ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ და სიყვარულით ჩაერთვნენ ბაღის მოვლისა და განვითარების საქმეში. ვხედავთ, რომ ისინი ღირსეულად, თავდადებულად შრომობენ და ყოველდღე იმაღლებენ ცოდნას''.
ქალბატონი ლია მეტრეველი: - ''ბაღში მუშის პოზიციაზე მოვედი და ნანაც მაშინ გავიცანი. შემდეგ ლაბორანტი, აგრონომი და ბოლოს მეცნიერ-თანამშრომელი გავხდი. ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს გადაეჯაჭვა. სამუშაო ადგილის ნებისმიერ ცვლილებას, ერთად ვხვდებოდით. ერთმანეთს დავყვებოდით თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით. მცენარის მოვლის რომელი მიმართულება იყო ჩვენთვის ძლიერი მხარე. ერთმანეთს ვავსებდით და უმთავრესი, რაც გვაერთიანებდა ბაღის სიყვარული იყო''.
დიახ, ნამდვილად საამაყოა, რომ თბილისის ამ ულამაზეს ადგილს ასეთი შრომისმოყვარე და ნიჭიერი ხალხი უვლის და მუდმივად მის განვითარებაზე ფიქრობს
спорт
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გახდა.
ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ის 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати