USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
საქართველოს დიდება და დაცემის დასაწყისი XVII საუკუნის იერუსალიმში - გოჩა ჭელიძე
Date:  
საქართველოს ისტორიის მკვლევარი გოჩა ჭელიძე საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, XVII საუკუნის იერუსალიმში საქართველოს დიდება და დაცემის დასაწყისის შეასხებ მოგვითხრობს:
"1650 -იან წლებში იგნაციო ფონ რაინფელდენი საუბრობდა ქართველთა მძლავრ ქრისტიანობასა და იერუსალიმში მათ ყოველწლიურ, ლამის სამხედრო პილიგრიმობაზე: „წმინდა ადგილისადმი პატივისცემის ნიშნად ბევრი ქართველი ცხოვრობს იერუსალიმში და ყოველწლიურად, თურქეთის სამეფოს გავლით, უამრავნი მიდიან საპილიგრიმოდ ჯვრებითა და დროშებით. ვერც ერთი თურქი ვერ ბედავს მათ წყენინებას, ანდა მათგან ბაჟის მოთხოვნას. თურქებს ეშინიათ მათი, რადგან ისინი ძალზე მამაცი და ძლივრი მეომრები არიან.
ქართველებს არ ეშინიათ არც თურქებისა და არც სპარსელების.
ისინი ფლობენ დიდსა და ნოყიერ ქვეყანას, რომელიც ვიწრო უღელტეხილების გამო პრაქტიკულად მიუვალია. ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ იძიონ შური მაჰმადიანებზე, რომლებიც თურქეთის ქვეშევრდომები არიან, თუკი თურქები ცუდად მოეპყრობიან მათ თავიანთ ქვეყანაში”.
იგნაციო ფონ რაინფელდენდისგან განსხვავებით სხვა ინფორმაციებს ავრცელებენ იგნაციოს თანამედროვე რუსეთის იმპერიის ემისრები: 1639-1640 წლებში კახეთის მეფე თეიმურაზისა და სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის კარზე ელჩებად მყოფ რუს სასულიერო პირების მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი. ისინი ქართველ სასულიერო პირებს ბრალს სდებდნენ ერესში და კათოლიკებთან ახლო ურთიერთობებში. მათ ამ ბრალდებებით პირდაპირ დაუდანაშაულებიათ ჭყონდიდელი და მარტვილელი მღვდელთმთავრები. კახეთის სამეფო კარზე მყოფ კოსტრომის იპატის მონასტრის ბერს იოსებს, არსენ სუხანოვს და ალექსი ბერს ალავერდის ტაძარში დიდად მოწონებიათ ქართული საეკლესიო გალობა, მაგრამ მათ ჟამის წირვის ჩატარებაზე უარი განაცხადეს, იმ მიზეზით, რომ ტაძარი ურჯულოების მიერ იყო თითქოს წაბილწული. არადა ქართულ ტრადიცია იყო, თუკი შემოსევების დროს მუსლუმანთა მიერ ხდებოდა ტაძრის აოხრება, აღდგენა განახლების შემდეგ იგი დიდი ზარზეიმით ხელახლა იკურთხებოდა. აღნიშნული სასულიერო პირები რუსეთის ხელისუფლებისადმი წარდგენილ მიმართვაში ცუდად მოიხსენიებდნენ საქართველოს ეკლესიას, რომ თითქოს საქართველოს სასულიერო პირები საეკლესიო კანონების დარღვევებით ატარებდნენ წირვა-ლოცვას, უდიერად ეპყრობოდნენ საეკლესიო სიწმინდეებს, რომ თითქოს ეკლესიებს ჯვრები არ ჰქონდათ და სხვა.
სწორედ ზემოხსენებულ პერიოდზე საუბრისას 1646 წ. ქრისტოფ ფიურერს ფონ ჰაიმენდორფი წერს: ქართველ ბერებს ეკუთვნის გოლგოთას მთა; ისინი ბერძნულ წესებს იცავენ. ბერძენი ბერების მსგავსად მუქი ნაცრისფერი ანაფორები და შავი მოსასხამები აცვიათ და შავი კუნკულები ახურავთ.
1650-იანი წლებიდან ქართველებს იერუსალიმში მოსთხოვეს გადასახადი, როგორც სხვა ქრისტიანებს. მანამდე ქართველები გადასახადებისგან განთავისუფლებული იყვნენ. ეს გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ამ დროიდან ქართველების მეფეებმა გააქტიურეს მიმოსვლა მოსკოვის ხელმწიფესთან.
დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია.
საქართველო მარადიულია!!!"
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way