USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
საქართველოს ბიუჯეტში ტრაილერების გატარებით 112 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
თარიღი:  1141

გასულ წელს საავტომობილო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა, 100 მილიონს გადააჭარბა.

2022 წლის 11 თვეში საქართველოს ბიუჯეტში გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 112.10 მლნ ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2021 წლის ჯამურ მონაცემზე თითქმის 1.7-ჯერ მეტია.

მხოლოდ ნოემბერში საქართველოს დერეფანში 38 792 ტრაილერმა გაიარა, ბიუჯეტში შენატანი კი 13 577 160 ლარი იყო.

2022 წლის ნოემბრის მონაცემს თუ შევადარებთ, დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 57.5% ანუ 14 177 ერთეულით იყო გაზრდილი.

გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი:

• 2022 წლის 11 თვე - 112.1 მლნ ლარი
• 2021 წლის 11 თვე - 60.5 მლნ ლარი

გზათსარგებლობიდან შემოსავლების ზრდა ორმა ფაქტორმა განაპირობა - საქართველოს დერეფანში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები, ასევე 2022 წლიდან გაძვირდა გზათსარგებლობის საფასური. თუ საქართველოს გზებზე მოძრავი თითოეული ტრაილერი გზათსარგებლობისთვის 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, 20 ივნისის შემდეგ გადასახადი 350 ლარამდე გაიზარდა.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის