USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
საქართველო შაქრის 95%-ს არც რუსეთისგან ყიდულობს და არც უკრაინისგან
Date:  715

მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილიაა. საქართველოც შაქარს ძირითადად ბრაზილიიდან ყიდულობს. 2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა.

საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი 57 ათასი ტონა ($28.2 მლნ) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი ($14.3 მლნ) და პოლონეთი ($10.6 მლნ) არიან.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მერვე ადგილზეა ($0.1 მლნ), ხოლო რუსეთი - მეთორმეტეზე ($0.1 მლნ).

დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე შაქრის ღირებულებამ ტონაზე 536 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან ჭრილში 17%-იან გაძვირებას წარმოადგენს. შაქრის ღირებულება ასეთი მაღალი ბოლოს 2016 წელს იყო.

შაქრის ფასი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 5%-ით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში საქართველო ერთ ტონა შაქარს საშუალოდ 499 დოლარად ყიდულობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი აპრილიდან საქართველოში არსებული შაქრის ერთადერთი ადგილობრივი ქარხანა "აგარის შაქარი" საქმიანობას განაახლებს. ქარხანა იმპორტირებული ნედლეულით აწარმოებს შაქარს.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way