USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
საპორტო ქალაქებისთვის საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღება იგეგმება
თარიღი:  

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხი დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა გიორგი ხახუბიამ გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების მომზადების მიზანს საპორტო ქალაქებისთვის საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღება წარმოადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს საერთაშორისო საკონტეინერო მომსახურება. მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა დგინდება, რომლის ზედა ზღვარი ერთი კონტეინერისათვის 30 ლარს შეადგენს.

სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები დეცენტრალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საკონტეინერო მომსახურებიდან მიღებული ფინანსური რესურსი პირდაპირ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მიემართება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის