USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
„საპარტნიორო ფონდი“ მინისტრ ტიკარაძის წინააღმდეგ
თარიღი:  460

„საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც ახალი ჰოლდინგის შექმნას და ამ ჰოლდინგში „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული 3 კლინიკის: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსა“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაცემის საკითხს ეხება .

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასაკვირია ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, იმ ფონზე, როდესაც სამინისტრო სრულად იყო ჩართული საინვესტიციო პირობების შემუშავების პროცესში, მეტიც, მათი შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და სამინისტრო დეტალურად იყო ინფორმირებული „საპარტნიორო ფონდის“ მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტის შესახებ.

"სს „საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც ეხება ახალი ჰოლდინგის შექმნას და ამ ჰოლდინგში „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული 3 კლინიკის: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსა“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაცემის საკითხს.  

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მინისტრ ტიკარაძის მიერ გაჟღერდა გაცხადება იმის შესახებ, რომ  თითქოს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ წლების მანძილზე ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძიება, რისი შედეგიცაა კლინიკებში დღეს არსებული მძიმე მდგომარეობა. გასაკვირია, რომ ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც სამინისტრო სრულად იყო ჩართული საინვესტიციო პირობების შემუშავების პროცესში, მეტიც, მათი შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. ასევე, სამინისტრო დეტალურად იყო ინფორმირებული „საპარტნიორო ფონდის“ მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯანდაცვის მინისტრად ქ-ნი ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა და პოტენციურ ინვესტორთან ურთიერთობაც ფონდმა ამის შემდეგ შეწყვიტა.  

ჩვენი აზრით, მთავარი პრობლება მდგომარეობს  იმაში, რომ  მინისტრს აქვს  რადიკალურად განსხვავებული ხედვა სახელმწიფო კლინიკების შემდგომი ფუნქციონირების მიმართულებით. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ   აღნიშნული კლინიკები უნდა დარჩეს  სახელმწიფო  მართვაში, რადგან „სახელმწიფოს დიდი ხანია ესაჭიროება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკები, რომლებიც უფრო კარგად უზრუნველჰყოფენ სერვისების მიწოდებას.“

აღნიშნული ეწინააღმდეგება ფონდის სტრატეგიას, მოეძიებინა კერძო  სტრატეგიული კვალიფიციური ინვესტორი, რომელიც მოახდენდა კლინიკების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ეფექტურ მართვას, დანერგავდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და გადაამზადებდა თანამშრომლებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საპარტნიორო ფონდი“ მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორიმერებას იმის შესახებ, თუ როდის და რა მიზნით გადმოეცა ფონდს აღნიშნული კლინიკები.

კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ჯანდაცვის სამინისტრო) ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის #98 განკარგულების საფუძველზე, კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ფონდმა გააფორმა შესყიდვის ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ საკონსულტაციო კომპანიასთან.   

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული მითითებული კვლევის პროცესში და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის #1588 განკარგულების შესაბამისად, ინვესტორის შესარჩევად ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარდა ორეტაპიანი საერთაშორისო კონკურსი, მითითებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ კონკურსის პროცედურების უზრუნველსაყოფად დაქირავებულ იქნა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული საკონსულტაციო კომპანია.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის #2859 განკარგულების საფუძველზე, ფონდს დაევალა 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა, ხოლო 2 მილიონამდე აშშ დოლარი ფონდმა დახარჯა გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად. 

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი (კვლევები, დაგეგმვა, კონკურსის ორგანიზება და ა.შ.) წარიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების შეასაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეწყდა ინვესტორთან მოლაპარაკებები, ვინაიდან ინვესტორის მოთხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა უწყებისთვის. შესაბამისად, ფონდის მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები, რომელებიც 2017 წელს მფლობელობაში გადაეცა ფონდის შვილობილ კომპანია „კლინიკების განვითარების კომპანიას“.

ამ პერიოდის განმვალობაში „საპარტნიორო ფონდი“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად აგრძელებდა მუშაობას კერძო ინვესტორის მოძიებაზე და კლინიკების სტრატეგიული განვითარების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში გამოცდილ რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან.

შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში დასრულდა მოლაპარაკებების პირველი ეტაპი აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან (Steward Health Care International limited) და შედეგად გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი კომპანიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის.

 მხარეთა მოლაპარაკების მიხედვით, ინვესტორი აიღებდა ვალდებულებას არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე JCI სტანდარტის მრავალპროფილური კლინიკის მოწყობაზე, მასში ინტეგრირებული ბავშვთა და ონკოლოგიური საავადმყოფოებით; გამოთავისუფლებულ შენობებში კი ინვესტორი მზად იყო თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყო. ასევე, მხარეთა შეთანხმდებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გარდა სამედიცინო მომსახურებისა განვითარებისა, იგეგმებოდა  მძლავრი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის შექმნა. ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა უარი განაცხადა ინვესტორთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებაზე და წარადგინა წინადადება აუქციონის ჩატარებაზე, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას „სტუარდის“ მსგავსი კომპანიებიც ჩართულნი ყოფილიყვნენ პროცესში და დაინტერესების შემთხვევაში, მათაც შესძლებოდათ წინადადების წარმოდგენა.     

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ ჯანდაცვის სისტემისა და კლინიკების განვითარების სტრატეგია ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს, „საპარტნიორო ფონდს“ დავალებული ჰქონდა მხოლოდ ინვესტიციების მოძიება, რაც წარმატებულად შეასრულა. კვლავ ვუსვამთ ხაზს ზემოხსენებულს, რომ ორივე ინვესტორის და მათ შორის „Steward Health Care International limited“-ის წინადადება ცნობილი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ორივეჯერ სამინისტროს მიერ უარი ითქვა ინვესტორის შემოყვანაზე.  აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის განცხადება ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. " - http://www.fund.ge/site/news/581

სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.