USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
სამყაროში საბოლოოდ ყველაფერი მთლიანად აორთქლდება — ახალი კვლევა
თარიღი:  393

სტივენ ჰოკინგის ცნობილი თეორიის თანახმად, დროთა განმავლობაში შავი ხვრელები ორთქლდება და თანდათან მასას კარგავენ; ამას განაპირობებს რადიაციის უცნაური სახე, რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტის მიერ მიმდებარე გარემოს განადგურება წარმოშობს.

 

ლაბორატორიაში შექმნილი შავი ხვრელის ანალოგი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ამას ჰოკინგი პროგნოზირებდა — #1tvმეცნიერება

მსგავსი: ლაბორატორიაში შექმნილი შავი ხვრელის ანალოგი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ამას ჰოკინგი პროგნოზირებდა — #1tvმეცნიერება

თუმცა, როგორც ჩანს, მოვლენათა ჰორიზონტი ამ პროცესში შეიძლება არც ისე კრიტიკულ როლს ასრულებდეს. ნიდერლანდების რადბუდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსების — მაიკლ ვონდრაკის, ვალტერ ფონ სუილეკომისა და ჰეინო ფალკის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ამავეს შეიძლება განაპირობებდეს საკმარისად ციცაბო „ფერდობი“ სივრცე-დროის გამრუდებაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ან რაღაც, რაც მას ძალიან ჰგავს, შეიძლება, მხოლოდ შავი ხვრელებით არ შემოიფარგლებოდეს. ის შეიძლება ყველგან იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ორთქლდება.

 ჰოკინგის რადიაცია არასოდეს დაფიქსირებულა, მაგრამ თეორიული ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ მისი არსებობა შესაძლებელია.

 ზედმეტად მარტივად რომ ვთქვათ, ის შემდეგნაირად მუშაობს: თუკი შავ ხვრელთა შესახებ რაიმე იცით, ალბათ გსმენიათ, რომ ისინი კოსმოსური მტვერსასრუტებია, გრავიტაციულად შთანთქავენ ყველაფერს ახლომახლოს, დაუოკებელი სიხარბით.

 რატომ კაშკაშებს სამყარო მოსალოდნელზე მეტად — მიზეზი შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი წყარო იყოს #1tvმეცნიერება

მსგავსი: რატომ კაშკაშებს სამყარო მოსალოდნელზე მეტად — მიზეზი შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი წყარო იყოს #1tvმეცნიერება

ასეა თუ ისე, შავ ხვრელებს იმაზე მეტი გრავიტაცია ნამდვილად არ აქვთ, ვიდრე იმავე მასის სხვა ნებისმიერ სხეულს. ის, რაც მათ გამოარჩევს, არის სიმკვრივე: დიდი ოდენობით მასა თავმოყრილია ძალიან, ძალიან პატარა სივრცეში. ამ მკვრივ ობიექტთან გარკვეულ სიახლოვეში, გრავიტაციული მიზიდვა იმდენად ძლიერი ხდება, რომ მის წინაშე უძლურია მეორე კოსმოსური სიჩქარე. საკმარისი არ არის სამყაროში ყველაზე ჩქარი რამ, სინათლის სიჩქარეც კი. ამ სიახლოვეს მოვლენათა ჰორიზონტს უწოდებენ.

 

ჰოკინგმა მათემატიკურად აჩვენა, რომ მოვლენათა ჰორიზონტმა შეიძლება ხელი შეუშალოს კვანტური ველების ქაოსში მოტრიალე ფლუქტუაციების კომპლექსურ ნაზავს. გაუქმებული ტალღები ამას ვეღარ აკეთებენ და წარმოქმნიან დისბალანსს ალბათობებში, რის შედეგადაც ჩნდება ახალი ნაწილაკები.

ამ სპონტანურად წარმოქმნილ ნაწილაკებში ენერგია პირდაპირ შავ ხვრელთან არის დაკავშირებული. ციცქნა შავი ხვრელების შემთხვევაში, მაღალენერგიული ნაწილაკები მოვლენათა ჰორიზონტის მახლობლად უნდა წარმოიქმნას, რამაც შავი ხვრელის დიდი ოდენობით ენერგია სწრაფად უნდა წაიღოს და გამოიწვიოს მკვრივი ობიექტის სწრაფად გაქრობა.

დიდი შავი ხვრელები ცივ ნათებას ისე უნდა ანათებდნენ, რომ მისი დაფიქსირება ძნელი იქნებოდა, რის გამოც, შავი ხვრელი მის ენერგიას თანდათან დაკარგავს მასის სახით, ოღონდ ამას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.

მეცნიერებმა ლაბორატორიაში შავი ხვრელის ანალოგი შექმნეს, რომელმაც ვარვარება დაიწყო — #1tvმეცნიერება

მსგავსი: მეცნიერებმა ლაბორატორიაში შავი ხვრელის ანალოგი შექმნეს, რომელმაც ვარვარება დაიწყო — #1tvმეცნიერება

ძლიერ მსგავსი ფენომენი ჰიპოთეტურად უნდა ხდებოდეს ელექტრულ ველებში. ელექტრულ კვანტურ ველში საკმარისად მძლავრ რყევებს, რასაც შვინგერის ეფექტს უწოდებენ, შეუძლია დაარღვიოს ვირტუალური ელექტრონ-პოზიტრონის ნაწილაკთა ბალანსი, რაც ზოგიერთი ნაწილაკის გაჩენას იწვევს. თუმცა, ჰოკინგის რადიაციისგან განსხვავებით, შვინგერის ეფექტს ჰორიზონტი არ სჭირდება — საკმარისია მხოლოდ წარმოუდგენლად მძლავრი ველი.

 იმის დასადგენად, არსებობს თუ არა გზა, რომლითაც ნაწილაკები შვინგერის ეფექტის ანალოგ, გამრუდებულ სივრცე-დროში გამოჩნდება, ვონდრაკმა და მისმა კოლეგებმა მათემატიკურად აწარმოეს იგივე ეფექტი სხვადასხვა გრავიტაციულ გარემოში.

 „ვაჩვენეთ, რომ შავი ხვრელის მიღმა, სივრცე-დროის გამრუდება დიდ როლს ასრულებს რადიაციის წარმოქმნაში. ნაწილაკები იქ უკვე განცალკევებულია გრავიტაციული ველის მოქცევითი ძალებით“, — განმარტავს სუილეკომი.

 ნებისმიერ საკმარისად მასიურ და მკვრივ ობიექტს შეუძლია წარმოქმნას სივრცე-დროის მნიშვნელოვანი გამრუდება. არსებითად, ამ ობიექტთა გრავიტაციული ველი მათ გარშემო სივრცე-დროის გამრუდებას იწვევს. ამის ყველაზე ექსტრემალური მაგალითია შავი ხვრელები, მაგრამ სივრცე-დრო სხვა მკვრივ მკვდარ ვარსკვლავთა გარშემოც მრუდდება, მაგალითად, ნეიტრონული ვარსკვლავების და თეთრი ჯუჯების, ასევე უკიდურესად მასიური ობიექტების, მაგალითად, გალაქტიკათგროვების გარშემო.

 

ნასამ შავი ხვრელის ახალი ვიზუალიზაცია შექმნა

მსგავსი: ნასამ შავი ხვრელის ახალი ვიზუალიზაცია შექმნა

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ამ სცენარებში, გრავიტაციას მაინც შეუძლია კვანტურ ველებში ფლუქტუაციებზე საკმარისი გავლენის მოხდენა, რათა ახალი ნაწილაკები წარმოქმნას, ჰოკინგის რადიაციასთან ძლიერ მსგავსი, თანაც ისე, რომ არ საჭიროებს კატალიზატორს მოვლენათა ჰორიზონტის სახით.

 „ეს იმას ნიშნავს, რომ მოვლენათა ჰორიზონტის არმქონე ობიექტებს, მაგალითად, მკვდარ ვარსკვლავთა ნარჩენებს ან სამყაროს სხვა მასიურ ობიექტებს, ასევე აქვთ ამ სახის რადიაცია“, — განმარტავს ფალკი.

 მისი განცხადებით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ამან სამყაროში ყველაფრის თანდათანობით აორთქლება უნდა გამოიწვიოს, შავ ხვრელთა მსგავსად. ეს კი ცვლის ჩვენს წარმოდგენას არა მხოლოდ ჰოკინგის რადიაციის შესახებ, არამედ ჩვენს ხედვას სამყაროსა და მის მომავალთან მიმართებაშიც.

 თუმცა, უახლოეს მომავალში სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვთ. მზის მასის მქონე შავ ხვრელს (რომლის მოვლენათა ჰორიზონტის დიამეტრიც სულ რაღაც 6 კმ იქნება), აორთქლებისთვის 1064 წელიწადი დასჭირდება.

 

კვლევა Physical Review Letters-ში გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია arXiv-ზე.

მომზადებულია ru.nl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი

წყარო https://1tv.ge

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.