USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
Tbilisi
სამტრედიის ქუჩის N2-ში მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულდა
Date:  251
დიდუბის რაიონის გამგეობამ სამტრედიის ქუჩის N2-ში მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.
ტერიტორიაზე მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები, ასევე დაირგა სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.
პროექტის ღირებულებამ 268 391 ლარი შეადგინა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
World
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way