USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
სამხრეთ კორეაში საშუალო ხელფასი 2200$-ს შეადგენს თვეში, ჩრდილოეთში 8$-ს
Date:  2900
77 წლის წინ, 1945 წლის 8 სექტემბერს აშშ-მა საკუთარი ჯარები განათავსა სამხრეთ კორეაში, ეს ყველაფერი განაპირობა ერთი თვით ადრე საბჭოთა ჯარების შესვლამ ჩრდილოეთ კორეაში.
მოკლედ რომ ვთქვათ კორეის გაყოფა მოხდა 38-ე პარალელზე, ჩრდილოეთ კორეა დარჩა სსრკ-ის გავლენის სფეროში, ხოლო სამხრეთ კორეა ამერიკის. მიუხედავად გავლენის სფეროების განაწილებისა, სსრკ მაინც უკმაყოფილო იყო მიღებული მოცემულობით, მათი მხარდაჭერით არაერთხელ ქონია ფხენიანს სამხრეთ კორეის ოკუპაციის მცდელობა, აღსანიშნავია რომ მათ ჩინელი კომუნისტებიც საკმაო დახმარებას უწევდნენ. ეს ამბავი იქამდე მივიდა, რომ 1950 წელს ჩრდილოეთ კორეის არმია სეულშიც კი შევიდა, ხოლო ჩინეთმა ამჯერად უკვე ღიად გამოუცხადა ფხენიანს მხარდაჭერა და 250 ათასი ჩინელი ჯარისკაცი შეაშველა მათ.
სამხედრო ესკალაცია ლამის ბირთვულ ომში გადაიზარდა, ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს საბჭოთა ჯაშუშებმა აღმოაჩინეს, რომ სამხრეთ კორეაში განთავსებული ამერიკული რაკეტების სამიზნე პირდაპირ ციმბირის სამხედრო ბაზისკენ იყო მიმართული. საბჭოთა ხელისუფლება არაკომფორტული დილემის წინაშე დადგა, უღირდათ თუ არა წვრილთვალება კორეელი ძმების გამო მესამე მსოფლიო ომის დაწყება? ამიტომ ნელნელა დაიწყეს უკან დახევა და კომპრომისზე წასვლა.
სიტუაციის საბოლოო განმუხტვა 1953 წელს ამხანაგი სტალინის სიკვდილმა განაპირობა და კომუნისტურ-კაპიტალისტური საზღვარი კორეაში კვლავ 38-ე პარალელს დაუბრუნდა.
76 წელია სამხრეთ კორეა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. ჩრდილოეთ კორეა კი რუსეთის მოძმე რესპუბლიკა. სამხრეთ კორეაში საშუალო ხელფასი 2200$-ს შეადგენს თვეში, ჩრდილოეთში 8$-ს, სამხრეთ კორეაში ერთი ადამიანი საშუალოდ - 40კვ.მ ფართში ცხოვრობს, ჩრდილოეთში - 13 კვ.მ. ფართში, სამხრეთ კორეაში საშუალო სიკვდილიანობის ასაკი 82 წელია, ჩრდილოეთში 71.... ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და აბსოლუტურად ყველა კომპონენტში გარდა სამხედრო შეიარაღებისა სამხრეთი ჩრდილოეთს ჯაბნის.
აღარაფერს ვიტყვი ადამიანების უფლებათა დაცვის მხრივ ამ ორ ქვეყანაში არსებულ კარდინალურად განსხვავებულ მოცემულობაზე(მგონი ისედაც ყველამ იცით).
76 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში ადამიანის გაქცევის მილიონობით შემთხვევა დაფიქსირებულა, საპირისპირო არცერთი.
სამხრეთ კორეის მოსახლეობის 41%-ს გააჩნია უმაღლესი განათლება და ამ მაჩვენებლით ისინი მსოფლიოში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.
სამხრეთ კორეის ტექნოლოგიურ განვითარებაზე საუბრისას, საკმარისია ვახსენოთ კომპანია „სამსუნგი“, რომელიც ფორბსის 2020 წლის მონაცემების მიხედვით 13 ადგილს იკავებს მსოფლიოს გლობალური ბრენდების სიაში და „ჰიუნდაი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიაში.
ეს არის კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული კორეის ფოტო, კოსმოსიდანაც კი იდეალურად ჩანს სხვაობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. რუსეთთან და ამერიკასთან მეგობრობას შორის.
sport
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way