USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
Tbilisi
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებს ოთხმაგი შოკის გადატანა მოუწიათ
Date:  1100

ფინანსისტები და ეკონომისტები თანხმდებიან, რომ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებს, პანდემიური კრიზისის პარალელურად, მოუწიათ სხვა შოკებთან გამკლავებაც:  ნავთობის შარშანდელი მკვეთრი გაიაფება, ლოკდაუნები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური კრიზისი.

პოლიტიკური კრიზისის ნეგატივი ეკონომიკაში განსაკუთრებით მაღალი სომხეთსა და საქართველოში აღმოჩნდა და ეკონომისტების შეფასებით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ 2021 წელს პრობლემა კიდევ უფრო გაიზარდა და გამწვავდა, რაც პოლიტიკური არასტაბილურობის ეკონომიკურ ფასს ზრდის და მისი გადახდა ძვირად დაუჯდება მოსახლეობას და ბიზნესს.  საქართველოში კრიზისი საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, ხოლო სომხეთში ყარაბაღის ტერიტორიების დაკარგვას. 

პოლიტიკურ ფაქტორს, მიმდინარე წლიდან კავკასიის ეკონომიკებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა ე.წ. მეორე ლოკდაუნმა. შეზღუდვების გამკაცრება პირველი ლოკდაუნით დასუსტებულ ეკონიომიკაზე მძიმედ აისახა. კავკასიის ქვეყნებიდან  ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში იყო. საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 100 ქულიდან 83.8-ით შეფასდა, რამაც ჩვენი ქვეყანა ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-6 პოზიციაზე დააფიქსირა. შედეგმაც არ დააყოვნა და იანვარში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მეტით, 11.5%-ით შემცირდა. 

რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აზერბაიჯანი კორონავირუსის საპრევენციო შეზღუდვებმა ყველაზე ნაკლებად დააზარალა. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი წილი ნავთობინდუსტრიაზე მოდის და იმის გამო, რომ შეზღუდვები ამ იდუსტრიაზე არ გავრცელებულა, აზერბაიჯანის ეკონომიკა იანვარში მხოლოდ 2.5%-ით შემცირდა. გასულ წელს ამ ქვეყნის ეკონომიკის კლება 4.3%-იან ნიშნულზე იყო, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ნავთობინდუსტრიის გარეშე, იანვარში აზერბაიჯანს ეკონომიკა 0.1% -ით გაიზარდა. გასულ წელს კი ნავთობინდუსტრიაში შექმნილმა დოვლათმა აზერბაიჯანის ეკონომიკის 29.9% შეადგინა. ამიტომაც, ნავთობზე მოთხოვნისა და ფასების ზრდის გათვალისწინებით, ანალიტიკოსებს სულაც არ უკვირთ აზერბაიჯანის შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა.

რაც შეეხება სომხეთს, სომხეთის ეკონომიკას სტრუქტურით ეკონომისტები საქართველოს ამსგავსებენ. სომხეთის ეკონომიკა პანდემიამ და ღარაბაღის 47-დღიანმა ომმა შარშან 7.5%-ით შეამცირა. ამავე მოცულობითაა შემცირებული ამ ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წლის იანვარშიც.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ნავთობის ბაზრის ცვლილება აზერბაიჯანის ეკონომიკაზე პირდაპირ, ხოლო სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკებზე საგარეო ვაჭრობის არხით აისახა. ნავთობზე მოთხოვნა და ფასების ზრდა იანვარშიც გაგრძელდა, რაც, პირველ რიგში, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე დადებითად აისახა. ამ დადებითი იმპულსის გარდა, აზერბაიჯანის ეკონომიკაში პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დღესდღეობით იმუნიზაციის პროცესი მხოლოდ აზერბაიჯანში დაწყებული, ხოლო სომხეთში ჯერჯერობით მოსახლეობის მცირე ჯგუფია აცრილი. საქართველოში ვაქცინა ამ ეტაპისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელია. ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მთლიანად იმუნიზაციის ტემპზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ ანალიტიკოსებს საქართველოს და სომხეთის ეკონიომიკებში სახარბიელო მოლოდინები არ აქვთ. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი საქართველოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 4.0%-ით გაიზრდება, სომხეთში კი 3.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდას 2021 წელს 1,9% -ით ელიან, 2022 წელს ეკონომიკური ზრდის 4,5% -მდე დაჩქარდებას ვარაუდობენ.

წყარო:https://report.ge/

World
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

See all
Survey
By the way