USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
სალომე ჯიქია - იტალიაში მცხოვრები ოპერის მომღერალი
Date:  698
საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა საკმაოდ რთული იყო, რისთვისაც მე და ჩემს ოჯახს დიდი შრომა დაგვჭირდა. მათი თანადგომით მოვახერხე ინფორმაციის და თანხის მოძიება, რომ ქალაქ რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნულ აკადემიაში, ლეგენდარულ მომღერალ რენატა სკოტოსთან მასტერკლასები გამევლო. ასე მოვხვდი პირველად იტალიაში.
 
ფორტეპიანოდან სიმღერაზე გადასვლა ბუნებრივად მოხდა. მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც მთელი ცხოვრება მინდა ვაკეთო. მთავარი მოტივაცია, რის გამოც ჩემს პროფესიას თავს ვუძღვნი თეატრის სიყვარულია, რაც დედის დამსახურებაა - ბავშვობაში ხშირად დავყავდი თეატრში. 7 წლის ვიყავი, როდესაც მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს. იქ სწავლა ძალიან რთული იყო, ბავშვებს მაღალ მოთხოვნებს უწესებდნენ. 6-7 საათს ვატარებდი ინსტრუმენტთან. თუ არა ეს შრომა, დღეს ბევრი რამ გამიჭირდებოდა. თითოეულ ჩემს პედაგოგს ვემადლიერები ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. მათგან ვისწავლე, რომ არასდროს დავკმაყოფილდე იმით, რაც გავაკეთე, მუდმივად დავხვეწო თითოეული ბგერა, მუდმივად ვეძებო რა არის ღირებული და ძვირფასი, როდესაც ვიწყებ ამა თუ იმ ნაწარმოების აღებას და მუსიკალური ტექსტის ამოკითხვას.
იმისთვის, რომ პროფესიონალი მუსიკოსი გახდე, საფუძვლიანად უნდა იცნობდე ამ სფეროს, იცოდე განსხვავება ჟანრებს შორის, ერკვეოდე, როგორ იკვრება სხვადასხვა მუსიკა. ბევრს უნდა კითხულობდე, თეატრში უნდა დადიოდე. ჩვენს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რამდენად აქტიური ადამიანი ხარ. პატივისცემით უნდა იყო განწყობილი კოლეგების, რეჟისორის, დირიჟორის მიმართ.
ამჟამად სიეტლში ვიმყოფები, შეერთებულ შტატებში ჩემი დებიუტია. პირველად ვმღერი ადინას პარტიას “სიყვარულის ნექტარში”. ეს პარტია აბსოლიტურად განსხვავდება იმისგან, რაც ერთი თვის წინ საფრანგეთში ვიმღერე - ეს იყო ,,ტოსკა”. ერთი პარტიიდან მეორეზე გადასვლა დრამატულად რთულიც არის, მაგრამ სცენაზე ამ საოცარი ოპერისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ .
 
უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ოპერის სოლისტი ვარ. ძალიან მიყვარს ქართველი მაყურებელი, მათგან მიღებული სითბო სტიმულს მაძლევს, რომ უცხოეთში შემართებით ვიმღერო.
 
დიდი სურვილი მაქვს, დამწყებ მუსიკოსებს პირადად გავუზიარო ჩემი გამოცდილება. როდესაც ახალგაზრდა ხარ და გადიხარ ეტაპებს, ფიქრობ, რომ მხოლოდ შენ გაქვს ეს პრობლემები და სხვა რაკურსით უყურებ. ცუდი არ იქნებოდა, სტუდენტებისთვის მომეყოლა ის სირთულეები, რაც გავიარე როდესაც ვიწყებდი სიმღერას. მეც მქონდა გაუმართლებელი ფიქრები- ხომ არ დავნებდე და გავჩერდე. ამიტომ დამწყებ მუსიკოსებს ვურჩევდი, არ დააჩქარონ წარმატების მოსვლა, არ იყვნენ სულსწრაფები, ხარისხიანად აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. როდესაც რამეს საფუძვლიანად სწავლობ, დრო არის საჭირო, ამიტომ დროის შეკვეცა არ მოისურვო.
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way