USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 4 ივნისს დაიწყება
თარიღი:  537

4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ.

დოკუმენტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიცია კვლავ არ ცვლის ულტიმატუმს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დიპლომატების წინაშე 8 მარტს დადებული შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში ოპოზიციისთვის 4 კვოტაა გამოყოფილი. კომისია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით იმუშავებს. საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, კომისიის წევრები არიან მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე.

დადგენილების მიხედვით ოპოზიციიდან კომისიაში შედიან სერგი კაპანაძე, თინა ბოკუჩავა, ირმა ინაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაიო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად სხვა პირებიც მიიწვიოს.

„ევროპულ საქართველოს“ ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა ფორმით ჩაერთვება საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის