USD 2.6095
EUR 3.0247
RUB 3.0923
თბილისი
სახელმწიფოს და საქართველოს ბანკის თანადგომით, გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
თარიღი:  2027

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“-ის  გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი,  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

სასტუმრო „გორი ინნ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით სარგებლობს.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის  მხარდაჭერით გორში 120 ნომრიანი სასტუმრო გავხსენით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ყოველი ასეთი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ობიექტი დამატებითი შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იმოგზაურონ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში და აღმოაჩინონ ახალი ისტორიული ადგილები.  მსგავსი მაღლი კლასის სასტუმრო ასევე ხელს შეუწყობს ვიზიტორთა დანახარჯებისა და ღამის თევების რაოდენობის ზრდას, რაც დადებითად აისახება ტურიზმის სექტორის დინამიკაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასტუმრო 100 ადგილობრივ ადამიანს ასაქმებს, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

„გორი ინნ“  სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის ქსელს წარმოადგენს. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმრო „გორი ინნ“ 120 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება, სასტუმროში პრემიუმ კლასის სპა ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც აუზს, საუნებს, თურქულ ჰამამს და სპორტდარბაზს აერთიანებს, ასევე საკონფერენციო დარბაზს და მარანს, რომელშიც დამსვენებლებს შეეძლებათ ქართული, ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება.

„გორი ინნში“ 100-ზე მეტი ადგილობრივი კადრია დასაქმებული, ინვესტიციის მოცულობა კი 20 მილიონ ლარზე მეტია.

„ინნ ჯგუფი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, სასტუმროები – „ივერია ინნ“, როიალ ინნ“, „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ქუთაისი ინნ“, „გორი ინნ“ საწარმოები – „ალუტექ ჯორჯია“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

 
 

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის