USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
дата:  619

საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულები ვართ და ამ ერთგულებას სხვადასხვა გზით წარმოვაჩენთ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ქართულ მხარესთან რაიმე მოლაპარაკებები რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი ყოველთვის კავშირზეა რეგიონში თავის პარტნიორებთან.

„ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან იქ ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს კოლეგებთან თბილისში. ეს დისკუსიები მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ ვახდენთ დემონსტრირებას, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ გარემოების წინაშე, რუსული აგრესიის ამ საშინელი შემთხვევის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ ამ ტიპის ქმედებას“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати