USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
საფრანგეთში დააკავეს იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც ადრე ციხიდან ზეწრების საშუალებით გაიქცა
Date:  

საფრანგეთში დააკავეს იტალიური მაფიის ბოსი მარკო რადუანო, რომელიც სარდინიის ციხიდან ზეწრების საშუალებით გაიქცა. 

40 წლის მარკო რადუანო, რომელიც სარდინიის ციხიდან გასული წლის თებერვალში გაიქცა და ევროპოლის მიერ იძებნებოდა, კუნძულ კორსიკაზე დააკავეს.

მას ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა დანაშაულებისთვის 24-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.იტალიური პოლიციის ცნობით, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ასევე დააკავეს რადუანოს „მარჯვენა ხელი“ ჯანლუიჯი ტროიანო.

რადუანო ფოჯას კრიმინალური სინდიკატის მეთაურად ითვლება, რომელსაც სიძლიერით მეოთხე იტალიურ მაფიას უწოდებენ - სიცილიური, კალაბრიული და ნეაპოლიტანური მაფიის შემდეგ.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way