საბერძნეთში რეკორდული სიცხე გრძელდება. ერთ-ერთ რაიონში ტემპერატურამ +46 გრადუსს გადააჭარბა. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.
ქალაქ მაკრაკომში მეტეოროლოგიურმა სადგურმა +46.3 გრადუსი დააფიქსირა.
ათენის ეროვნული ობსერვატორიის სადგურების ქსელის ცნობით, 143 სადგურზე ტემპერატურამ +40 გრადუსს გადააჭარბა, 22 სადგურზე კი +43 დაფიქსირდა.
ათენში ჰაერის ტემპერატურა შუაღამისას +33 გრადუსი იყო.
რამდენიმე არქეოლოგიურმა ძეგლმა მუშაობის შეჩერების შესახებ განკარგულება მიიღო, რათა სიცხისგან პერსონალი და ვიზიტორები დაეცვა,
ამასთან, ცხელმა ამინდმა, შესაძლოა, ტყის ხანძრებთან დაკავშირებული ვითარება გააუარესოს.