USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
საბერძნეთში რეკორდული სიცხეა, თერმომეტრი + 46 გრადუსს აჩვენებს
Date:  695

საბერძნეთში რეკორდული სიცხე გრძელდება. ერთ-ერთ რაიონში ტემპერატურამ +46 გრადუსს გადააჭარბა. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.

ქალაქ მაკრაკომში მეტეოროლოგიურმა სადგურმა +46.3 გრადუსი დააფიქსირა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის სადგურების ქსელის ცნობით, 143 სადგურზე ტემპერატურამ +40 გრადუსს გადააჭარბა, 22 სადგურზე კი +43 დაფიქსირდა.

ატიკის რეგიონში, რომელიც ათენის დედაქალაქს მოიცავს, ამინდის 53 სადგურიდან 29-ზე თერმომეტრზე +40 გრადუსს-ზე მეტი დაფიქსირდა.

ათენში ჰაერის ტემპერატურა შუაღამისას +33 გრადუსი იყო.

რამდენიმე არქეოლოგიურმა ძეგლმა მუშაობის შეჩერების შესახებ განკარგულება მიიღო, რათა სიცხისგან პერსონალი და ვიზიტორები დაეცვა,

ამასთან, ცხელმა ამინდმა, შესაძლოა, ტყის ხანძრებთან დაკავშირებული ვითარება გააუარესოს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way