USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
Date:  441

აბერძნეთის კუნძულ როდოსზე სახლებიდან და სასტუმროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ, რაც კუნძულის დიდი ნაწილი ტყის ხანძრებმა მოიცვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ზღვისა და ხმელეთის საშუალებით 3500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.

საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის სალიკვდაციო სამუშაოებში ხუთი ვერტმფრენი და 173 მეხანძრეა ჩართული, კიოტარის რაიონში სამი სასტუმრო დაზიანდა. დაზარალდა ლაერმას, ლარდოსის და ასკლიპიოს რაიონებიც.

კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე პლაჟებიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურს კერძო ნავებიც ეხმარებიან. ტერიტორიისკენ მიემართებიან საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებიც.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ძლიერი სიცხის ტალღისგან გამოწვეულ ტყის ხანძრებს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ყველაზე მეტად დაზარალდა ათენის დასავლეთით მდებარე ტერიტორია, ასევე ლაკონიას რეგიონი სამხრეთ პელოპონესშ და კუნძული როდოსი.

საბერძნეთის ხელისუფლება ახალი ხანძრების გაჩენის ძალიან მაღალ რისკზე საუბრობს, რადგან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს.

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way