USD 2.6285
EUR 2.9975
RUB 3.3513
Тбилиси
„საბავშვო ევროვიზიის“ კვირეულის გახსნის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას კონკურსის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები დაესწრნენ
дата:  467

„საბავშვო ევროვიზიის“ კვირეულის გახსნის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას კონკურსის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა.

13 დეკემბერს ჩვენი ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიას“ მეორედ უმასპინძლებს, კონკურსი თბილისში პირველად 2017 წელს გაიმართა. ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 9-დან 14-წლამდე ასაკის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. მუსიკალური ნომრებით 18 ქვეყნის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ქვეყანას „საბავშვო ევროვიზია 2025“-ზე ანიტა აბგარიანი წარადგენს.

საქართველო კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილეა – ქვეყანას ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. „საბავშვო ევროვიზია” თბილისის ოლიმპიურ სოფელში, ტანვარჯიშის არენაზე გაიმართება.

мир
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати