USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Тбилиси
რუსლან შავაძე - უკრაინის არმიის მანევრები ერთდროულად ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე აქამდე ამ ინტენსივობით არასდროს არ ყოფილა ასეთი წარმატებული, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში
дата:  324
კრაინის არმიის მანევრები ერთდროულად ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე აქამდე ამ ინტენსივობით არასდროს არ ყოფილა ასეთი წარმატებული, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში, ანუ პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხის უკუეფექტი და დემორალიზებული საოკუპაციო ძალები…
 
1) ბახმუტის ფრონტის სამხრეთის ფლანგზე უკრაინის 28-ე ბრიგადის სამხედროებმა კორდოუმოვკას კაშხალზე აღმართეს დროშა, მდინარე სევერსკი დონეცზე კლიშეევკას მიმართულებით სრულიად იქნა გაწმენდილი მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა სანაპირო ოკუპანტებისაგან, მზადდება პლაცდარმი მდინარის მარცხენა სანაპიროზე შემდგომი მანევრებისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების
80-ე აერომობილური ბრიგადის მებრძოლები წარმატებული კომტრიერიშების შემდეგ კილომტერზე მეტით დაწინაურდნენ და მიუახლოვდნენ დასახლება კლეშეევკას რომელიც ფაქტობრივად ოპერატიულ ალყაში იმყოფება უკრაინელი სამხედროების კონტრიერიშების შედეგად…
 
2) სამხრეთის ფრონტის მიმართულება- დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქის მომიჯნავედ როგორც მოსალოდნელი იყო რივნოპილის განთავისუფლების შემდგომ უკრაინული ტაქტიკური დონის ჯგუფები გააქტიურდნენ ფლანგებზე პლაცდარმის მოწყობის შემდგომ, წარმატებით მიმდინარეობს კონტრიერიშები
სტარომაიორსკისა და უროჟანოეს(დონეცკის ოლქი) პრიუტნესა და სტეპოვეს(ზაპოროჟიის ოლქი) მიმართულებებზე…ინტენსიურად მიმდინარეობს უკრაონის შეარაღებული ძალების მიერ საარტილერიო/სარაკეტო/საავიაციო დაბომბვები ტოკმაკის მელიტოპოლისა მიხაილოვკას მიმართულებებზე, პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო მასალების საწყობების განადგურებით ფრონტის დამუშავება ეფექტურად მიმდინარობს…
 
3) ხერსონის მარცხენა სანაპიროზე უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა მოახერხეს სხვადასხვა მიმართულებებზე შეჟონვა ოლეშკის მიმართულებაზე პლაცდარმის(დნეპირის მარცხენა სანაპიროზე) არეალების გაფართოების შემდგომ, რუსულ საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ფრონტის მოშიშვლება(ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდგომ გადაისროლეს სამხედრო ნაწილები ზაპოროჟიის ფრონტზე) სტრატეგიულ დონეზე ალბათ ყველაზე დიდ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ომის ბოლო პერიოდში, რადგან კაშხლის აფეთქებით მათ ტაქტიკურ დონეზე გაიუმჯობესეს ვითარება დროებით,საშუალოვადიან პერსპექტივაში კი უკრაინული არმიის გამაგრება დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მხოლოდ დროის საკითხია…
 
მცირე მასშტაბის ტაქტიკური დონის მოიერიშე ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონტრიერიშები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე უკრაინის არმიის ერთიანი კოორდინირებული გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია არა მხოლოდ საოკუპაციო ძალების თავდაცვის პოზიციებში სუსტი მიმართულებების პოვნა არამედ ეს უკვე პლაცდარმის არეალებისავის გაფართოებული სამხედრო მანევრებია,
შესაძლოა ვთქვათ რომ ეს უკვე კონტრშეტევის ახალი ეტაპია მეორადი დანიშნულების ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ამოცანების შესასრულებლად, პლაცდარმის არეალების გაფართოებით ვიღებთ შემდეგ მოცემულობას როცა ეტაპობრივად უკრაინის არმიის მანევრულობა ქმნის იმის შესაძლებლობას რომ ფრონტის რომელიმე მიმართულებაზე გარღვევის მცდელობა ვიხილოთ, ეს სავარაუდოდ მაშინ მოხდება, როცა ყველა სამხედო კომპონენტს (საფრონტო და საარმიო ავიაცია საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად) მიიღებს უკრაინის არმია მანამდე კი ეტაპობრივად მოხდება რუსული საოკუპაციო ძალების მეთოდური დამუშავება ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე ტერიტორიული პროგრესის ფონზე, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებაზეც...
 
ცალკე განხილივის საკითხია როგორ ეფექტურად ახდენს უკრაინის არმიის გენერალიტეტი ადაპტირებას საომარ ველზე შემქნილ ვითარებასთან, ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ფორმაციის კომბინირებული სამხედრო დანაყოფების ფორმაცია უშუალოდ კონტრიერიშების დროს, ბრძოლით დაზვერვისა და კონტრდარტყმების დროს(პირველ ეტაპზე როცა დაიწყო მანევრები სამხრეთის ფრონტზე) რაც გამოწვეული იყო ამ თუ იმ ფორმაციის დანაყოფების სუსტი და ძლიერი მხარეების გაანალიზებით უშუალოდ საბრძოლო დავალებების შესრულების შემდგომ, გამომდინარე აქედან რუსებს უჭირთ გამკლავება ამ ახალი ტაქტიკასთან და პროგნოზირება, ასევე ოკუპანტები ვეღარ ახდენენ საპასუხო მანევრებს დროულად, რაც აჩენს მათ თავდაცვის ხაზებში ხვრელებს, ფაქტობრივად მანევრების განხორციელების ტემპებში ცალსახად სჯაბნის უკრიუნული ქვედანაყოფები საოკუპაციო ძალებს, რაც ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივის უპირატესობაზე მეტყველებს უკრაინის შეარაღებული ძალების საპასუხოდ…
 
ფაქტია პრიგოჟინის ვოიაჟის შემდგომ რუსული საოკუპაციო ძალებში დემორალიზაციამ იმატა (ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტები მასობრივად ბარდებიან ტყვედ, თავმა იჩინა მოუმზადებელი სამხედრო კონტიგენტის დაბალბრძოლისუნარიანობამ ოკუპანტების რიგებში) მათი მართვის ვერტიკალი რთულ მდგომარეობაშია, ბუნებრივია უკრაინული ქვედანაყოფების რამდენიმე მიმართულებაზე ერთდროულად სამხედრო მანევრების განხორციელება ძალზედ რთულია და დიდ რესურსებსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინის არმიის ზურგის მომარაგების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ამის შესაძლებლობას იძლევა, ამ ეტაპისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის არმიამ შეინარჩუნოს ეფექტური სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა.
 
ჩვენ თითქმის ყოველდღე გვესმის უკრაინის არმიის წარმატებების შესახებ რაც ერთგვარად ომში გამარჯვების ფსიქოლოგიურად გარდამტეხ როლს შეიტანს, უკრაინის არმია მიიწევს წინ დამაჯერებლად, ჩვენ უკვე ვხედავთ სტაბილური პროგრესირების დინამიკას ფრონტის ხაზებზე რომელმაც უნდა მიიღოს შეუქცევადი სახე…
 
დიდება გმირებს!
მიყევით ბმულს - რუსლან შავაძე
мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати