USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
რუსეთში ვლადიმერ პუტინი ეკლესიაში ფრესკაზე გამოსახეს
თარიღი:  1737

რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს ეგიდით მშენებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების  მთავარი ტაძრის კედლებზე ვლადიმერ პუტინი  გამოსახეს. აღნიშნული ტაძარი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად შენდება.  

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია განმარტებას აკეთებს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ტაძრის წინამძღოლი ეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესიის ტრადიცია ითვალისწინებს კედლებზე ისტორიული პერსონაჟების გამოსახვას; ხოლო ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სწორედ ასეთი რანგის ისტორიული მოვლენაა. ეპისკოპოსმა განმარტება გააკეთა ტაძრის კედლებზე სტალინის გამოსახულებასთან დაკავშირებითაც. „ეს ტაძარი ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად შენდება, ამიტომ მის კედლებზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ყველა მნიშვნელოვანი პერსონა და ასევე  სცენები ტრადიციული 9 მაისის აღლუმიდან, მოზაიკური გამოსახულებები პარტიზანების და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებით. "

ტაძრის მშენებლობის სამხატვრული საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შაიგუს გამოსახულებების გაჩენა ტაძრის კედლებზე მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც და განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის, რა გამოსახულებებია მშენებარე ტაძრის კედლებზე.

 

წყარო: gazeta.ru

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის