რუსეთის სასამართლომ კომპანია Twitter-ი 3.2 მილიონი რუბლით (დაახლოებით 42 000 აშშ დოლარი) დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სასამართლოს განმარტებით, მათ Twitter-ი დამნაშავედ იმის გამო ცნეს, რომ კომპანიამ უარი განაცხადა საკუთარი პლატფორმიდან აკრძალული კონტენტი წაეშალა. Twitter-ს აღნიშნულ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა კომპანიაში მანამდე განაცხადეს, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის მოქმედებით, რომელიც თავისუფალ სიტყვაზე ზეგავლენის მოხდენისკენაა მიმართული.
შეგახსენებთ, გასულ თვეში რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ Twitter-ის სერვისის სიჩქარე შეამცირა, 16 მარტს კი დაიმუქრა, რომ თუკი კომპანია საკუთარი პლატფორმიდან აკრძალული შინაარსის პოსტებს არ წაშლიდა ერთ თვეში მას საერთოდ დაბლოკავდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.