ორენბურგის ოლქში ვითარება კრიტიკულია, - ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება. ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად დატბორილი რაიონებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.
დაიტბორა 10,1 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 18,4 ათასზე მეტი საყოფაცხოვრებო ნაკვეთი, იტყობინება გამოცემა TASS-ი
ცოტა ხნის წინ, დატბორვის გამო მუშაობა შეაჩერა ქალაქის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ. წყლის ნაკადი ქალაქ ორენბურგსაც უახლოვდება. მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო კურგანის დასახლებული რაიონებიდანაც.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.