USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
რუსეთის ორენბურგის ოლქში 10 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა
Date:  1464

ორენბურგის ოლქში ვითარება კრიტიკულია, - ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება. ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად დატბორილი რაიონებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

დაიტბორა 10,1 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 18,4 ათასზე მეტი საყოფაცხოვრებო ნაკვეთი, იტყობინება გამოცემა TASS-ი

ცოტა ხნის წინ, დატბორვის გამო მუშაობა შეაჩერა ქალაქის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ. წყლის ნაკადი ქალაქ ორენბურგსაც უახლოვდება. მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო კურგანის დასახლებული რაიონებიდანაც.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way