USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში: არ დავაგვიანოთ, რომ არ წავაგოთ
Date:  1453

2024 წლის 24 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საბჭოს სხდომას თემაზე „რუსეთის ინტერესების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“. ამ თემაზე ყველა დონის დიპლომატების მონაწილეობით ასეთი შეხვედრა იშვიათი პრაქტიკაა. მისი აუცილებლობას, ამ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გაჩენა განაპირობებს.

სსრკ-ს დაშლისა და სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს გაჩენის შემდეგ აშკარა იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სერთო გეოპოლიტიკური ხედვების ეროზია, ისინი აღარ არმოადგენდნე რუსეთის პერიფერიის ნაწილს.  

ასევე გამჭვირვალე გახდა გეოპოლიტიკური საზღვრები რეგიონის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის და დიდი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის. ამან ბაქოს, თბილისისა და ერევნის დიპლომატიის წიანშე საკმაოდ რთული ამოცანა დასვა: მათ უნდა დაემყარებინათ, როგორც  ახალი ურთიერთობები მოსკოვთან და ისე მათი სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ პერიმეტრის გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან და მოეხდინათ ინტეგრირება ამ კავშირების მზარდ ქსელში. ამავე დროს, რეგიონი შევიდა არა მხოლოდ ისტორიული ირანულ-რუსულ-თურქული კონკურენციის ზონაში, არამედ დასავლეთთანაც. თუმცა ზოგადად, ის დარჩა დიდი მსოფლიო პოლიტიკის პერიფერიაზე იქ არსებული კონფლიქტების გამო: ყარაბაღის კონფლიქტი, დაპირისპირება საქართველოს „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს შორის.

ამავდროულად 2020 წლის სექტემბერში დაწყებული ყარაბაღის მეორე ომში გაიმარჯვა აზერბაიჯანმა.

ამის შედეგად, მოსკოვი მართალია დარჩა რეგიონის მთავარ ძალად, თუმცა აშკარა გახდა თურქეთისა და გარკვეულწილად პასიური ირანის გაზრდილი პრაქტიკული მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში.

2020 წლის ნოემბერში მოსკოვის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შექმნას, რომლებიც რუსეთს თურქეთთან და ირანთან დააკავშირებს: ასევე სამხრეთსა და ჩრდილოეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი კავშირების აშენებას. ეს პოტენციურად აძლიერებს რუსეთის ყოფნას რეგიონში და ახლებურად აკავშირებს კასპიის ზღვას, ხმელთაშუა ზღვასა და სპარსეთის ყურეს.

თუმცა ამ საკითხის ირგვლივ გაზრდილი აქტუალობა, მხოლოდ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „ფართო სანქციების“ რეჟიმის შემოღების შემდეგ დაფიქსირდა.

სამხრეთ კავკასიამ თითქოს დაიწყო თავისი ისტორიული გეოგრაფიის ხელახლა აღმოჩენა, როგორც რეგიონმა, რომელსაც ყავს მრავალი განსხვავებული გავლენიანი მეზობელი, აქვს უამრავი პრობლემები.

რეგიონში დაფიქსირდა ზოგადი ტენდენცია აღიკვეთოს მოსკოვის პრეტენზიები  ექსკლუზიური გავლენების შესახებ, რაც გამოვლინდა ძირითადად სომხეთის საგარეო პოლიტიკაში, მიუხედავად მისი წევრობისა. ოდეკაბე-ში და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობა.

ამ ყველაფერმა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „შეცვალა სურათი რეგიონში“ და გაჩნდა საჭიროება, რომ რუსეთი ადაპტირებულიყო ახალ რეალობასთან“.

მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის ამოცანა იყო არა მხოლოდ ახალი სიტუაციის დიაგნოსტიკა, რომელიც უფრო მეტად ეხებოდა დასავლეთის ძალისხმევას სომხეთისა და, შესაძლოა, საქართველოს, თავის რეგიონულ პლაცდარმად გადაქცევას, არამედ პრაქტიკული კონტრაქციის მექანიზმების შექმნა და ასეთი სცენარების განხორციელება.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საბოლოო განცხადებაშია ნათქვამი, „აუცილებლად მივიჩნიეთ ნაბიჯების გაგრძელება აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეთანხმებების სრულად განხორციელების მისაღწევად, მათ შორის ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით რეგიონში და საზღვრების დემარკაცია“.

ეს  პირველი, მეორე კი,  აუცილებელია ამიერკავკასიისთვის 3+3 მოლაპარაკების ფორმატის (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის შექმნას მხოლოდ რეგიონული ძალების მონაწილეობით.

აქ ყველაფერი არ არის ნათელი. სომხეთი, რომელიც ოფიციალურად მონაწილეობს ამ კონსულტაციებში, არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას ფორმატში მონაწილეობის შესახებ, თურქეთთან დიპლომატიური და სხვა ურთიერთობების არ არსებობის საბაბით. საქართველომ ასევე თავი შეიკავა „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის“ საბაბით და დასავლელი წარმომადგენლების არყოფნის გამო.

მოვლენების ასეთი მიმდინარეობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რეგიონი „უკრაინული სცენარის წინაშე დადგება“.

ეს ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიაში კოლექტიური დასავლეთის გავლენის აღმოფხვრა“ მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონში. უფრო სწორედ, ამოცანაა ერევანი შენარჩუნებული იყოს მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროში, მაგრამ აუცილებელია პროაქტიულად მოქმედება.

თამაში დასწრებაზეა, არ დავაგვიანოთ, რომ არ წავაგოთ - განაცხადა ლავროვმა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way