USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რუსეთის აღმოსავლეთ სარდლობის, 155-ე გვარდიული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის საგანგებო საპროტესტო განცხადება
дата:  275
ორი დღის წინ რუსებმა წარუმატებელი ტაქტიკური შეტევა განახორციელეს დონეცკს ფრონტის სამხრეთ მიმართულებით, სადაც პირველ საათებში რუსებმა შეძლეს წინსვლა, მათ შორის დაიკავეს პავლივკას გზატკეცილი, თუმცა შემდეგ უკრაინელებმა მძლავრი საარტილერიო მხარდაჭერით, ჯერ შეაჩერეს რუსების შეტევები, შემდეგ კი უკან დაახევინეს.
 
დღეს კი, როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული შეტევებიდან ერთ-ერთი მიმართულებით, კერძოდ პავლივკასკენ უტევდა რუსეთის აღმოსავლეთ სარდლობის, 155-ე გვარდიული საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ვლადივასტოკიდან, რომლებმაც დღეს საგანგებო განცხადებით მიმართეს, პრიმორსკის მხარის გუბერნატორს.
 
155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა განმარტავს, რომ გენერალ მურადოვის ბრძანებით (აღმ. სარდლობის მეთაური), გენერალ ახმედოვმა, 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა შიეყვანა წინასწარ მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში პავლივკასკენ, სადაც გაურკვეველი მიზნებით დაწყებული შეტევა, რუსებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიზარდა,155-ე ბრიგადის განცხადებით, სამეთაურო რგოლის დავალებით განხორციელებული შეტევის შედეგად, რომელსაც არ ქონდა შესაბამისი დაგეგმვა, მხარდაჭერა და რაც მთავარია ბუნებრივი პირობებიც არ უწყობდათ ხელს, უკრაინელებმა მიწასთან გაასწორეს საზღვაო ქვეითების მოიერიშე ჯგუფები, ჯამში განადგურებულ იქნა 300 ელიტარული საზღვაო ქვეითი და შეტევაში ჩართული ტექნიკის 50%, რის შემდეგაც რუსებს მოუწიათ პავლივკადან უკან დახევა.
 
სწორედ ამიტომ, 155-ე გვარდიული საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, აღნიშნულ დანაკარგებში ბრალს სდებს აღმ. სარდლობის მეთაურებს გენრალ მურადოვს და ახმედოვს, რომლებიც მათი თქმით იკრიშებიან გერასიმოვისგან, ხოლო მათი ბრძანებები სცილდება ყოველგვარ პროფესიონალიზმს, რაც იწვევს უზარმაზარ დანაკარგებს,შესაბამისად, რუსი საზღვაო ქვეითები მიმართავენ თხოვნით პრიმორსკის გუბერნატორს, დაუყოვნებლივ იქნას გამოგზავნილი ადგილზე, ნეიტრალური გამომძიებელთა ჯგუფები, რომლებიც დადებენ სწორ დასკვნებს, რითაც მოხდება გენერალ მურადოვისა და ახმედოვის სამეთაურო რგოლებიდან ჩამოშორება, რაც მთავარია საზღვაო ქვეითები ითხოვენ, საგამოძიებო ჯგუფები დაკომპლექტეს მიუკერძოებელი პირებით, რომლებსაც არ ექნებათ კავშირი გერასიმოვთან.
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати