ორი დღის წინ რუსებმა წარუმატებელი ტაქტიკური შეტევა განახორციელეს დონეცკს ფრონტის სამხრეთ მიმართულებით, სადაც პირველ საათებში რუსებმა შეძლეს წინსვლა, მათ შორის დაიკავეს პავლივკას გზატკეცილი, თუმცა შემდეგ უკრაინელებმა მძლავრი საარტილერიო მხარდაჭერით, ჯერ შეაჩერეს რუსების შეტევები, შემდეგ კი უკან დაახევინეს.
დღეს კი, როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული შეტევებიდან ერთ-ერთი მიმართულებით, კერძოდ პავლივკასკენ უტევდა რუსეთის აღმოსავლეთ სარდლობის, 155-ე გვარდიული საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ვლადივასტოკიდან, რომლებმაც დღეს საგანგებო განცხადებით მიმართეს, პრიმორსკის მხარის გუბერნატორს.
155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა განმარტავს, რომ გენერალ მურადოვის ბრძანებით (აღმ. სარდლობის მეთაური), გენერალ ახმედოვმა, 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა შიეყვანა წინასწარ მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში პავლივკასკენ, სადაც გაურკვეველი მიზნებით დაწყებული შეტევა, რუსებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიზარდა,155-ე ბრიგადის განცხადებით, სამეთაურო რგოლის დავალებით განხორციელებული შეტევის შედეგად, რომელსაც არ ქონდა შესაბამისი დაგეგმვა, მხარდაჭერა და რაც მთავარია ბუნებრივი პირობებიც არ უწყობდათ ხელს, უკრაინელებმა მიწასთან გაასწორეს საზღვაო ქვეითების მოიერიშე ჯგუფები, ჯამში განადგურებულ იქნა 300 ელიტარული საზღვაო ქვეითი და შეტევაში ჩართული ტექნიკის 50%, რის შემდეგაც რუსებს მოუწიათ პავლივკადან უკან დახევა.
სწორედ ამიტომ, 155-ე გვარდიული საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, აღნიშნულ დანაკარგებში ბრალს სდებს აღმ. სარდლობის მეთაურებს გენრალ მურადოვს და ახმედოვს, რომლებიც მათი თქმით იკრიშებიან გერასიმოვისგან, ხოლო მათი ბრძანებები სცილდება ყოველგვარ პროფესიონალიზმს, რაც იწვევს უზარმაზარ დანაკარგებს,შესაბამისად, რუსი საზღვაო ქვეითები მიმართავენ თხოვნით პრიმორსკის გუბერნატორს, დაუყოვნებლივ იქნას გამოგზავნილი ადგილზე, ნეიტრალური გამომძიებელთა ჯგუფები, რომლებიც დადებენ სწორ დასკვნებს, რითაც მოხდება გენერალ მურადოვისა და ახმედოვის სამეთაურო რგოლებიდან ჩამოშორება, რაც მთავარია საზღვაო ქვეითები ითხოვენ, საგამოძიებო ჯგუფები დაკომპლექტეს მიუკერძოებელი პირებით, რომლებსაც არ ექნებათ კავშირი გერასიმოვთან.