USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
Tbilisi
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, აფხაზეთთან და ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს
Date:  512

მოსკოვი თბილისს მოუწოდებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები უზრუნველყოს და მათთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს. ეს მოწოდება რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზე გააკეთა, რომლის დეტალებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5-6 ნოემბრის შეხვედრაზე, რუსულმა მხარემ, შერიგებაზე თბილისიდან გაჟღერებული სიგნალების, პრაქტიკაში განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მოსკოვი აღნიშნავს, რომ ხელმოწერა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც, სწორედ საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "მეორე ფრონტის" გახსნა სურთ. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული პრინციპების გამო, რაც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს, ეს შეთანხმებები მნიშვნელოვანია.

"რაც შეეხება "ადგილზე" უსაფრთხოების მდგომარეობას. დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, ის ზოგადად შედარებით მშვიდია. სასაზღვრო ზონაში სტაბილურობა დიდწილად, შეიძლება, უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით შექმნილი ურთიერთქმედების არხების სტაბილური ფუნქციონირებით. გაეროს გენერალური ასამბლეის უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუცია "იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ", რჩება "დაბრკოლებად" ჰუმანიტარულ გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებისთვის გაერო-ში წვდომის არ არსებობასა და აფხაზებისთვის ე.წ. საგარეო პასპორტებით უცხოეთში გადაადგილების აკრძალვას. აფხაზები ითხოვენ, ე.წ. პასპორტით, აფხაზებს მიმოსვლის საშუალება მიეცეთ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დე-ფაქტო მთავრობები და რუსეთი ითხოვენ, ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქალაქში გადატანაა. შეთანხმებას ამჯერადაც ვერ მიაღწიეს.

წყარო:https://cominf.org/

"ევროკავშირის არალეგალური, ანტირუსული სანქციების ყველა პაკეტში შეერთების შედეგად, შვეიცარიის ნეიტრალური სტატუსის ფაქტობრივი დაკარგვის გათვალისწინებით, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კვლავ პროაქტიურად წამოჭრეს ჟენევიდან მოლაპარაკებების გადატანის საკითხი. მოსკოვი, თავისი მოკავშირეების მუდმივი მხარდაჭერით, აპირებს გააგრძელოს ძალისხმევა ამ ფუნდამენტურ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდში მარტში გაიმართება.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way