USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
Tbilisi
რუსეთ-უკრაინის ომის შეჯამება 14 სექტემბრის დილის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
Date:  1560
- საინტერესო ვითარებაა კურსკის ოლქში, სადაც რუსებმა კონტრშეტევის შემდეგ რაიონულ ცენტრ კორენოვოს სამხრეთით მდებარე დასახლება სნაგოსტში შეაღწიეს. უკრაინელები დასახლების გასასვლელთან გამაგრდნენ. რუსები სნაგოსტს ოთხი დღე უტევდნენ. მისგან ლუბიმოვკასკენ გადაადგილება აღარ გამოუვიდათ.
ამ ფონზე უკრაინელებმა საზღვარი გლუშკოვოს რაიონში გადაკვეთეს და ვესელოეს უტევენ.
რუსების მიზანი გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის სამხრეთით ჩარჩენილი ნაწილების გამოხსნაა. უკრაინელების მიზანი კი მათი განადგურება. მთავარი ხიდების არარსებობისა და პონტონების (სამხედრო ხიდების) დაბომბვის ფონზე, უკრაინელები გლუშკოვოში რუსებს არტილერიით უსწორდებოდნენ და თავიანთ რიგებში მსხვერპლი არ ჰქონდათ, მაგრამ რუსული კონტრშეტევის შემდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყება აუცილებელი ხდება.
- უკრაინული თვითმკვლელი დრონები აქტიურად მუშაობენ კურსკის ოლქში. რადგან რუსები კონტრშეტევაზე დიდი კოლონებით გადაადგილდებიან მათზე ნადირობა არამხოლოდ არტილერიით არამედ დრონების მეშვეობითაც ხორციელდება.
- წითელი ჯვარი ომების ნეიტრალური მხარეა ხოლმე და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობს. ის ჯერ კიდევ 1863 წელსაა შექმნილი, როდესაც იტალიასა და ავსტრიას შორის ომი მიმდინარეობდა. ორგანიზაციის მიზანი დაჭრილთა დახმარება, მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ტვირთის მიწოდება და დაუბრკოლებლად გადაადგილებაა. ამ ფონზე, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში წითელი ჯვრის მანქანები და ტვირთი დაბომბეს. ეს კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულია.
- უკრაინაში, ლუგანსკისა და ხარკივის ოლქის საზღვარზე რუსული იერიში მოგერიებულ იქნა, რასაც დიდი რაოდენობით რუსული ცოცხალი ძალა შეეწირა. ორი კვირის წინ უკრაინელებმა წინსვლა შეძლეს ამ მონაკვეთზე. ტერიტორიებზე კონტროლის დასაბრუნებლად რუსებმა კონტრშეტევა მოაწყვეს, თუმცა წარუმატებლად. ამასთან, რუსები ცდილობენ მდინარე ოსიკილზე გასვლას, რათა ერთის მხრივ ბუნებრივ ბარიერს მიაღწიონ, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინული პლაცდარმი მდინარის აღმოსავლეთით ორად გაჰყონ. ამისათვის ისინი ტალღებად უტევენ წელიწადზე მეტია, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. მსხვერპლი კი ძალიან დიდი აქვთ.
- დღეს 49 ტყვე სამხედროს გაცვლა მოხდა. სახლში დაბრუნებულ უკრაინელთაგან 15 "აზოვის" ბრიგადის წევრები არიან. ისინი ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტყვეობაში.
- დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ ჯერაც არაა მწვანე. აშშ-ში აქტიურად მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. თუმცა გუშინ პუტინი უშუალოდ დაიმუქრა, რომ თუკი დასავლეთი ამის უფლებას მისცემს უკრაინას, გამოდის რომ თავადაც ხდება ომის მხარეო. ცხადია ეს მუქარა არაფერს ნიშნავს და გვახსოვს რუსული წითელი ხაზები, მაგრამ ამ განცხადებას თავისი აუდიტორია ჰყავს: 1. რუსეთში ხალხს აჯერებენ, რომ ომი ნატოსთან მიდის და არა უკრაინასთან; 2. დასავლეთში აშინებენ პოლიტიკოსებს ომში შესაძლო ჩართვის შესახებ. ზოგი ამას კვლავ იჯერებს.
ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს ღიად გააკრიტიკა დასავლეთი და თქვა, რომ როდესაც უკრაინულ ქალაქებს დაუბრკოლებლად ბომბავს რუსეთი და დასავლეთი ამ რაკეტებს არ აგდებს, აუცილებელია კიევისათვის ყველა სახის შეიარაღების მიწოდება და მათ გამოყენებაზე მწვანე შუქის ანთება, რათა უკრაინამ ეფექტურად შეძლოს თავის დაცვა და ომშიც გამარჯვება.
- აშშ-ში კამალა ჰარისმა უკრაინის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო. მისი კამპანიის ლოზუნგია "ჩემთვის არ არის სულერთი თუ რა ხდება უკრაინაში". ამის იდეა კი ტრამპის კამპანიის წინააღმდეგ წასვლაა, რომელიც იზოლაციონიზმს და უსაფუძვლო იდეას ემხრობა "ომის ერთ დღეში დამთავრების შესახებ".
 
გიორგი კობერიძე
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way