USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
რომის პაპი: ვიზეიმოთ შობა მოკრძალებულად
თარიღი:  572

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მიმართა და შობის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდა.

„ნუ შეგვეშლება აღნიშვნა კონსუმერიზმთან. ვიზეიმოთ შობა მოკრძალებულად, მათთან გაზიარებით, ვისაც ურთიერთობა აკლია“, - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ არავინ უნდა დაივიწყოს ისინი, ვინც ომის სიმძიმეს საკუთარ თავზე განიცდის.

„შობას ახლოს ვართ ძმებსა და დებთან, რომლებიც ომის გამო იტანჯებიან. ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ვფიქრობთ ყველა მათგანზე, ვინც განიცდის შიმშილსა და მონობას“, - აღნიშნა პონტიფექსმა.

ბოლოს, ფრანცისკემ მორწმუნეებს სთხოვა მისთვისაც ელოცა და ყველას დამდეგი შობა მიულოცა. გვიან საღამოს რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო მსახურებას აღავლენს. კათოლიკური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის