USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Tbilisi
როგორი იქნება ხელოვნური ყურე გონიოში, სადაც იახტებისთვის პორტი მოეწყობა - Eagle Hills-ი
Date:  713

Eagle Hills-ი გონიოს ჩრდილოეთით, მდინარე ჭოროხის შესართავთან მდებარე 260 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ხელოვნური ყურეს შექმნას გეგმავს. აღნიშნულ ყურეში ახალი იახტ-კლუბი მოეწყობა, მის გარშემო კი კომპანია მაღალი კლასის სასტუმროებს, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, ვილებს, რესტორნებს, მაღალი კლასის სავაჭრო დაწესებულებებსა და სხვა ობიექტებს განათავსებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პრეზენტაციიდან ირკვევა.

აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია და ინვესტორისთვის მისი გადაცემა ჯერ არ მომხდარა. ამასთან, გასული წლების განმავლობაში არაერთხელ განიხილებოდა მისი განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა, თუმცა საბოლოოდ მისი პრივატიზება ამ დრომდე არ მომხდარა.

მდინარე ჭოროხის შავ ზღვაში შესართავის სამხრეთით აღნიშნულ ტერიტორიაზე წარსულში რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, რომელიც 2004-2005 წლებში დაიშალა.

დღეს კომპანია Eagle Hills-მა თბილისში ყოფილ კინო რუსთაველის შენობაში გაყიდვების ოფისი გახსნა. არსებული პროექტის თანახმად, კომპანია საქართველოში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გარდა გონიოსი, კომპანია თბილისის სამხრეთით, კრწანისისა და ფონიჭალის მიმდებარედ 590 ჰექტარზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე გეგმავს ახალი უბნის განაშენიანებას.

ჯერჯერობით უძრავი ქონების ინვესტორისთვის გადაცემა არ მომხდარა, არც პროექტის გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასების) დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა.

Eagle Hills-ის გონიოს პროექტის ადგილმდებარეობა და რენდერები

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way