სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ნოემბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც ღრუბლიანობაა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი ბათუმშიც , სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +3.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +16 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +6 გრადუსი და ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობა. ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ჭიათურაში +15 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +10, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +11 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. +2 გრადუსს და ღრუბლიანობის მატებას ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +13 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ცხინვალში, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში +4 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი და ღრუბლიანობის მომატება არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი არის ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+12 გრადუსი და წვიმიანი ამინდი მოსალოდნელი გურჯაანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი არის ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
რუსთავში, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი ღრუბლიანი დღეა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.