USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს
Date:  380

სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ნოემბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც ღრუბლიანობაა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი ბათუმშიც , სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +3.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +16 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +6 გრადუსი და ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობა. ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში +15 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +10, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +11 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. +2 გრადუსს და ღრუბლიანობის მატებას ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +13 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ცხინვალში, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +4 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი და ღრუბლიანობის მომატება არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი არის ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+12 გრადუსი და წვიმიანი ამინდი მოსალოდნელი გურჯაანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი არის ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

რუსთავში, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი ღრუბლიანი დღეა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way