30 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:
თბილისში დღისით +29 გრადუსი. ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
რუსთავში + 31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
სოხუმში დღისით +27 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ბორჯომში დღისით +24 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს. ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში წვიმს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +28 გრადუსი. ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
სიღნაღში დღისით +26 გრადუსია ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.
„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.