USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება 30 მაისს საქართველოს ქალაქებში?
Date:  564

30 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +29 გრადუსი. ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

რუსთავში + 31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

ბათუმში  დღისით ჰაერი +25  გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში  დღისით ტემპერატურა +26  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

სოხუმში დღისით +27 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში  დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.  წვიმა.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +24  გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +24 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს.  ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში წვიმს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.  

თელავში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +28 გრადუსი. ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

სიღნაღში დღისით +26 გრადუსია ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way