USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
როგორ შეიძლება AI-ს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში? – ანზორ მეხრიშვილის განმარტება
Date:  646

ხელოვნური ინტელექტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი ტექნოლოგიაა, რომელსაც ადამიანის ცხოვრების გამარტივება და ბიზნესის ეფექტიანობის დრამატულად გაზრდა შეუძლია.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტადაა შესაძლებელი, თანაც მას არ აქვს არავითარი პროფილური შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ AI-ს ისევე კომპეტენტურად შეუძლია სამართლებრივ დოკუმენტზე მუშაობა, როგორც მხატვრული მოთხრობის შეთხზვა და მაკროეკონომიკის ახსნა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2030 წლამდე გლობალურ ეკონომიკაში დაახლოებით $15 ტრილიონის დამატებით ღირებულებას შექმნის, ანუ მას უაღრესად პოზიტიური გავლენა ექნება მსოფლიოს განვითარებაზე.

TECH INFORM-ში სტუმრობისას, BDO-ს ციფრული საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა, ანზორ მეხრიშვილმა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ AI-ს გამოყენება ფაქტობრივად ნებისმიერ ფიზიკურ პირს და ბიზნესს შეუძლია თავისი ეფექტიანობის გასაზრდელად.

„ამჟამად ბაზარზე ათობით სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ინტელექტია ხელმისაწვდომი, მათი ფასები კი თვიურად 5-დან 60 დოლარამდე დიაპაზონში მერყეობს, რაც არ არის ზედმეტად ძვირი, იმის გათვალისწინებით, რომ AI-ს დახმარებით დამატებითი შემოსავლის მიღება შეგვიძლია.

რაც შეეხება პრაქტიკულ გამოყენებას, ხელოვნურ ინტელექტს შეგვიძლია დავაწერინოთ გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართული ტექსტი; ასევე, მას შეგვიძლია დავავალოთ ფოტოს, ვიდეოს ან კომპანიის ლოგოს შექმნა. გარდა ამისა, AI-ს დახმარებით შეგვიძლია ვებგვერდის დიზაინის, აპლიკაციის ვიზუალური გაფორმების ან სარეკლამო ბანერის შექმნა.

ასევე, თუ მინდა ვიდეოზე ხმის დადება, მაგრამ არ მაქვს სტუდიაში მისვლის და იქ ხმის ჩაწერის საშუალება, შემიძლია დახმარებისთვის AI-ს მივმართო, რომელიც ტექსტს გაახმოვანებს და მზა აუდიომასალას მომცემს, რომელიც განსხვავებული ხმებით და ტემბრით იქნება ჩაწერილი.

ვერ წარმომიდგენია პროცესი, რომელიც ციფრულ სივრცეში შეიძლება გაკეთდეს და მისი გამარტივება ხელოვნურმა ინტელექტმა ვერ შეძლოს,“ - ამბობს ანზორ მეხრიშვილი.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way