კორონავირუსის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს დაავადების მიმდინარეობა.
"ექიმ ისაევის ნარკოლოგიური კლინიკის" ხელმძღვანელის, ექიმ-ნარკოლოგის, რუსლან ისაევის თქმით, კორონავირუსული ინფექციის სიმძიმეზე, მის ხარისხზე გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის დამცავი თვისებები, იმუნური სისტემა. როგორც ცნობილი ხდება, ალკოჰოლის გამოყენება მკვეთრად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, დაუცველს ხდის მას დაავადებებისადმი.
შესაბამისად, ადამიანს, რომელიც კოვიდ 19-ითაა დაავადებული და მიიღებს ალკოჰოლს, ემუქრება ჯანმრთელობის პრობლემის კიდევ უფრო გაუარესება. ალკოჰოლის მიღება იმუნური სისტემის დაქვეითებით ხელს უწყობს კორონავირუსის უფრო მძიმე ფაზაში გადასვლას, დაავადების მეტად აღზევებას.