USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Тбилиси
როგორ გააოცეს ნილს ბორი ქართველმა გლეხებმა
дата:  2773
ქართველი აკადემიკოსის, ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოწვევით 1961 წელს ნილს ბორი საქართველოში ჩამოვიდა. როდესაც ნილს ბორს კახეთში XVI საუკუნის შუამთის მონასტერს ათვალიერებდნენ, იქვე კახელი გლეხები მღეროდნენ. ნილს ბორი დაინტერესდა უთხრეს, რომ იქვე ახლოს, ხის ძირას ქართველი გლეხები ქეიფობდნენ. დანიელმა მეცნიერმა მათი გაცნობა მოინდომა. დაახლოებით ათი კაცი, უმეტესად ხანდაზმულები, მოწყობილიყვნენ ხალიჩის ირგვლის, რომელზეც საჭმელი, დოქები და თასები ელაგა. სუფრის თავში, ღვინის ცარიელ პატარა კასრზე, თამადა იჯდა. უცხოელი, რომ დაინახა თამადამ :
— ვინ არიან ეს უცხოელები?
— ეს ყველაზე დიდი მეცნიერი ნილს ბორია…
თამადამ მოსაუბრეს ხელის მოძრაობით შეაჩერა და თანამეინახეებს უთხრა, მსოფლიოში ყველაზე დიდი მეცნიერი, ატომური ფიზიკის მამა ნილს ბორი გვწვევია სტუმრად დანიიდან. ვუსურვოთ მას და მის თანამგზავრებს დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება და ჯანმრთელობაო.
როდესაც ბორს თამადის სიტყვები ინგლისურად უთარგმნეს, არ დაიჯერა, რომ სადღაც, რომელიღაც სოფელში ასე ეცოდინებოდათ მის შესახებ. ეგონა, რაღაც სპექტაკლი თამაშდებაო. ელეფთერ ანდრონიკაშვილმა დაიფიცა, სპეციალურად მოწყობილი აქ არაფერიაო.
— ვინ არის ეს კაცი? — იკითხა დიდმა ფიზიკოსმა თამადაზე.
— ადგილობრივი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, — უპასუხეს.
— თუ ეს სიმართლეა, მაშინ აინშტაინის განტოლება დაწეროს, — მოითხოვა ბორმა.
— კეთილი, — უპასუხა სკოლის მასწავლებელმა და ქაღალდის ნაგლეჯზე ფორმულა დაწერა. მერე კი დაამატა:
— თუ გნებავთ, შრედინგერის განტოლებასაც დავწერ…
მოკლედ, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. მაგრამ მერე...
მერე სუფრის ერთი წევრი, დაბალი ტანის მოხუცი კაცი წამოდგა, დიდ მეცნიერს მიუახლოვდა, ფრთხილად აიღო მისი ხელი და აკოცა. გულაჩუყებულ ნილს ბორს ცრემლებმა სახე დაუღარა. ღრმად ჩაფიქრებულს ვიღაცამ ღვინის სასმისი მიაწოდა, გამოართვა და ჩუმად შესვა...
ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოგონებებიდან
общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати