USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
როგორ დაამარცხა ჯემალ გუნდიშვილის ოჯახმა კორონავირუსი
Date:  8924

ყოფილი პოლიტპატიმარი, ჯემალ გუნდიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ემიგრაციაში იმყოფება შვეიცარიაში, საკუთარ ფეისბუკ  გვერდზე კორონავირუსთან მისი ბრძოლის გამოცდილების შესახებ წერს და რეკომენდაციას აძლევს ყველა მსურველს. როგორც ბ-ნი ჯემალი აღნიშნავს, ძირტკბილას ფესვის ნაყენი ამ შემთხვევაში უებარი წამალი აღმოჩნდა.

"გამარჯობათ მეგობრებო.
ბევრი ვიფიქრე ეს პოსტი დამეწერა თუ არა, რადგან ძნელია შესთავაზო ადამიანებს რაღაც, რაც შეიძლება პანაცეად მოინათლოს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე.
საქმე ეხება ავად სახსენებელი კორონა ვირუსს.
ამჟამად ვიმყოფები შვეიცარიაში ოჯახთან ერთად. აქაურმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს ბრიტანულ მკურნალობის პროტოკოლს მიანიჭა უპირატესობა, ანუ პროცესი მიუშვა და ვირუსის შესაკავებლად ბევრს არაფერს აკეთებს.
ბევრი ფიქრის და სხვადასხვა, საუკუნობით გამოცდილი და თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით, მონაცემთა შეჯერების შემდეგ ავარჩიეთ რეცეპტი, რომელსაც წარმოგიდგენთ.
წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ამ რეცეპტის მიხედვით დამზადებული წამალი ვიხმარეთ ჯერ მთელმა ოჯახმა---- მე, ჩემმა მეუღლემ, რომელსაც ამაში ლომის წვლილი მიუძღვის და ჩვენმა ექვსმა შვილმა. გარკვეულ პერიოდში ყველას გვქონდა ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები---- ყელის სიმშრალე და ტკივილი, რომელიც ყურში გადაეცემოდა, სიცხე, დაღლილობისა და ენერგიიისაგან დაცლის შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში სუნისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება ან სრულიად დაკარგვა.
ჩვენივე რჩევით წამალი იხმარეს თბილისშიც, ქუთაისშიც და საქართველოს სხვა დასახლებულ ადგილებში. ასევე აქ შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, უკრაინაში, საბერძნეთში, იტალიაში. ეს რეცეპტი ასევე ურჩია თავის ნაცნობებსა და მათი საშუალებით სხვებსაც ექიმმა, რომელმაც გარკვეული მიმართულებით მუშაობა ურჩია ჩემს მეუღლეს.
აქვე მინდა აღვნიშნო რომ მე მაქვს თირკმლების უკმარისობა, ცეროზი, გადატანილი მაქვს ჰეპატიტიC და B.
მაქვს ქრონიკული ოსტიომიელიტი და ვარ ჰიპერტონიკი.
ასევე შვეიცარიაში წამალი მიიღო ადამიანმა, რომელიც არის ონკოლოგიური და გენეტიკური დაავადების მქონე მწოლიარე მდგომარეობაში, მისმა მეუღლემ, რომელიც ცხოვრობს მასთან ერთად ერთ ოთახში და ორივეს ტესტით დაუდგინეს კორონა ვირუსი, მთელი ის საერთო საცხოვრებელი, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს, გადაყვანილია კარანტინში, რადგან მის მაცხოვრებელთა ნაწილს ტესტით დაუდგინდა ვირუსით დასნებოვნება.
მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, უკლებლივ ყველა შემთხვევაში დადებითი შედეგი იქნა მიღწეული ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
ყველას მოეხსნა ის პრობლემა და სიმპტომი, რაც აწუხებდა.
იყო ეს სიცხე, ყელის და ყურის ტკივილი, ხველა, ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება და რა ვიცი კიდევ რა.
მე არა მაქვს ოფიციალური მონაცემები, მაგრამ ვინც მიცნობს და მენდობა, უმორჩილესად გთხოვთ იხმარეთ ეს წამალი როგორც პრევენციის მიზნით, ასევე დაავადების გართულების შემთხვევაშიც.
იმ დაახლოებით ორმოცდაათამდე შემთხვევიდან გამომდინარე, რომელზეც მიგვიწვდა ხელი თვალყური გვედევნებინა წამლის შედეგებისათვის, ყველა შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ რაოდენობა ბევრად მეტია, უმორჩილესად გთხოვთ გამოიყენეთ და იცოცხლეთ, ასევე აცოცხლეთ სხვებიც.

რეცეპტი

12 გრამი ძირტკბილას ფესვი. 
12 გრამი ვარდის ფურცელი. (შესაძლოა მხოლოდ ძირტკბილა და ქინძის თესლი)
9. გრამი ქინძის თესლი.
დაასხით 2,5 (ორნახევარი) ლიტრი წყალი.
ადუღეთ საშუალო ცეცხლზე ვიდრე შიგთავსი არ განახევრდება.
გააცივეთ და გადმოწურეთ ისე, რომ ნალექი არ გადმოჰყვეს.
გამოივლეთ ყელში ღარღარით დილას უზმოზე და საღამოს ძილის წინ.
შეგიძლიათ მეტჯერაც.
გამოვლების შემდეგ ცოტა (ერთი ყლუპი ) დალიეთ.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას.
იცოცხლეთ და იბედნიერეთ.
P.S. იმ შემთხვევაში თუ ვარდის ფურცელს ვერ იშოვით, წამალი დაამზადეთ მის გარეშე.
ეფექტი მაინც ექნება."

https://www.facebook.com/jemal.gundishvili

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way