USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
როგორ დაამარცხა დავით სოსლანმა, რუმის სულთანის მხარეს მებრძოლი ფრანგი სარდალი
дата:  1024

იოანე შავთელი საუბრობს თამარის ლაშქრის მიერ დამარცხებულ ერთ-ერთ ფრანგ სარდალზე - ჰონორიუს დუკაზე (ონორის დუქსი) ძალიან იდუმალი და დამაინტრიგებელი ჩანაწერია...

შავთელის ცნობით, დავით სოსლანმა ჰონორიუს დუკას ,,პირი ავად შეუქნა", მყისიერად და მსწრაფლად.
შემდეგ აღწერილია დიდი ბრძოლის პერიპეტიები, რომელიც ბასიანის ბრძოლის დეტალებს ჩამოჰგავს.
ცნობილია, რომ რუმის სასულთნოში ძალიან მაღალი იყო ფრანგი სამხედრო მოქირავნეების რაოდენობა, შესაძლოა ჰონორიუს დუკა რუქნ ად დინის სამხედრო სამსახურში მყოფი ფრანგი მოქირავნეების მეთაური ყოფილიყო.
რუმის სულთნები ფრანგებს, როგორც საუკეთესო სამხედრო ძალას ავანგარდში აყენებდნენ, სწორედ ეს ჩანს შავთელის ცნობიდანაც, ჰონორიუს დუკა ავანგარდის მცველია, რომელსაც დავით სოსლანმა ,,დროშა ნუქარდინისი" აართვა:

,,ონორის დუქსა, პირს ავად უქსა, მყის შერისხვითა, მსწრაფლ სიმკვირცხლენით.

დროშა მოიგდო, დრო შამაიგდო, მტერნი დახოცნის აოხრებითა.

ბუკ-ტაბლაკობით, საარაკობით, მედგრად იბრძოდის, გამწყაზვრებითა.

გაცბუვნებულნი, გაწბილებულნი, უღონოდ შექმნის აბჯართ ახდითა.

გამეხებული, გამარჯვებული, იყო, იშვებდა ფუფუნებითა".

წყარო: - ბექა ჭიჭინაძე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати