ჩვენ ჯერ არ ვიცით რას შემოგვთავაზებს საქართველოს ხელისუფლება 24 აპრილს, როდესაც დაანონსებულია კორონავირუსის პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდში ბიზნესის ნელ-ნელა გახსნის და ბიზნესის დახმარების სამთავრობო გეგმის გასაჯაროვება.
თუმცა მსგავსი გეგმები უკვე წარმოადგინეს ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა.
გთავზობთ კორონავირუსის შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლის ევროპულ გამოცილებას, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მოწოდებულია. აქ წარმოდგენილია ავსტრიის, გერმანიის, დანიის, ლიეტუვას, შვეიცარიისა და ჩეხეთის ეკონომიკური შეზღუდვები, ვირუსის სხვადსხვა ფაზა და სამომავლო მოლოდინები.
ავსტრია
პირველი ინფექცირებული
25 თებერვალს დაფიქსირდა COVID-19 - ის პირველი შემთხვევა ავსტრიაში. ვირუსი იტალიიდან შემოვიდა და სწრაფად გავრცელდა. ვირუსის გავრცელებამ პიკს მარტის თვეში მიაღწია. ავსტრიის მთავრობამ პრევენციული შეზღუდვების პოლიტიკის გატარება თებერვალში დაიწყო.
შეზღუდვები
მარტიდან ავსტრიამ დაიწყო პანდემიის შემაკავებელი მკაცრი შეზღუდვების გატარება. 10 მარტიდან შეჩერდა სასწავლო პროცესი უნივერსიტეტებში. მარტის შუა რიცხვებიდან აიკრძალა ხუთ კაცზე მეტის შეკრება. 16 მარტს გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი რომელიც მოქალაქეებს უმიზეზოდ სახლის დატოვებას უფლებას უზღუდავდა. მარტის ბოლოს კი გამოიცა ვალდებულება პირბადეების ტარების შესახებ.
პირველი ფაზა
ავსტრია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა არის რომელმაც პანდემიის პრევენციული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. 14 აპრილიდან პატარა ზომის მაღაზიები სრულად გაიხნსა (400 კვ. მეტრზე პატარა). ასევე ეკონომიკურ აქტივობას განაახლებენ წვრილმანებისა და ყვავილების მაღაზიებიც. თუმცა, რიგი შეზღუდვები ჯერ კიდევ ადგილზე რჩება. აუცილებელია პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეში (ტრანსპორტის ჩათვლით). ასევე, 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება
მეორე ფაზა
1 მაისიდან იგეგმება ყველა ზომის მაღაზიების გახსნა. მაისის შუა რიცხვებიდან კი სასტუმროები და რესტორნებიც განაახლებენ ეკონომიკურ საქმიანობას. მთავრობა იტოვებს უფლებას შეზღუდვათა შემსუბუქების პროცესი ნებისმიერ დროს შეაჩეროს თუ ინფიცირებულთა ზრდა ამის მიზეზს მისცემს.
სამომავლო მოლოდინები
ივნისის ბოლომდე საჯარო ღონისძიებები არ განახლდება, შემდგომ კი ეს საკითხიც გადაიხედება. სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს მაისის შუარიცხვებამდე, თუმცა არის მოლოდინი რომ სასწავლო წელი ამ რეჟიმში დასულდება.
გერმანია
ვირუსი და შეზღუდვები
27 იანვარსს დაფიქსირდა COVID-19 - ის პირველი შემთხვევა გერმანიაში. თებერვლის თვეში ინფიცირებულთა რაოდენობამ სწრაფი ზრდა განაგრძო. მიუხედავად იმისა რომ ინფიცირებულთა რაოდენობით თებერვალში უკვე გერმანია მე-10 ქვეყანა იყო მსოფლიოში მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ მარტის შუა რიცხვებიდან დაწესდა. 15 მარტს დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ერთი დღის შემდეგ კი ჩაიკეტა საზღვარი. 22 მარტის შეიზღუდა მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების უფლება და აიკრძალა ორ ადამიანზე მეტის შეკრება (გამონაკლისი შემთხვევიბის გარდა). თუმცა, ქვეყნის მასშტაბით არ შეზღუდულა არააუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა (შეზღუვები დააწესეს ფედერალურმა მიწებმა)
პირველი ფაზა
აპრილის თვეში ინფიცირებულთა ზრდის ტემპი შეჩერდა, თუმცა პირველი ნახევარი ისევ მკაცრი რეგულაციებით ხასიათდებოდა. სავალდებულო გახდა პირბადის ტარება დიდ ქალაქებში. მიუხედავად ვირუსის ჯერ კიდევ ფართო გავრცელებისა 20 აპრილიდან 800 კვ. მეტრის ზომის მაღაზიებმა განაახლეს ეკონომიკური აქტივობა (მკაცრი ჰიგიენური სტანდარტების დაცვის ვალდებულებით). ასევე განაახლეს მუშაობა წიგნის მაღაზიებმა, ავტო და ველო მომსახურების ცენტრებმა. ფედერალურ მიწებს რჩებათ უფლება არ გაიზიარონ შემსუბუქების პოლიტიკა და ლოკალური გარემოებებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილებები.
მოლოდინები
4 მაისიდან სკოლები განაახლებენ პირისპირ სასწავლო პროცესს. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კლასებსა და მოსწავლეებს რომელთაც წელს წრითი გამოსაშვები გამოცდები აქვთ. მკაცრი ჰიგიენური სტანდარტებითა და დამცავი აქსესუარებით 4 მაისიდან მუშაობას განაახლებენ თმის სალონებიც. რელიგიურ რიტუალებზე აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაში რჩება და მისი გადახედვა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ხალხმრავალი ღონისძიებების განახლება არ იგეგმება ზაფხულის ბოლომდე.
დანია
ვირუსი და შეზღუდვები
27 თებერვალს დაფიქსირდა COVID-19 - ის პირველი შემთხვევა დანიაში. საყოველთაო კარანტინი კი 13 მარტს გამოცხადდა. დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები. რამდენიმე დღეში დაიხურა საბავშვო ბაღებიც. 18 მარტიდან შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა. აიკრძალა 10 ადამიანის შეკრება. რესტორნებსა და კაფეებს კი მხოლოდ გატანაზე შეეძლოთ მუშაობა. საერთო დახურულ სივრცეებში ეკონომიკური აქტივობა მთლიანად აიკრძალა (სავაჭრო ცენტრები). 23 მარტს კარანტინის პირობები კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა.
პირველი ფაზა
დანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რომელმაც შეამსუბუქა შეზღუდვები. 14 აპრილიდან უფლება მისცა კერძო სექტორის თანამშრომლებს დაბრუნებულიყვნენ ოფისებში. გაიზარდა საჯარო ტრანსპორტის რაოდენობა. 15 აპრილიდან განახლდა სასწავლო პროცესი დაწყებით და საშუალო სკოლებში. გაიხსნა საბავშო ბაღები. 20 აპრილიდან საქმიანობა განაახლეს მომსახურების მიმწოდებლებმაც (სილამაზის სალონები, მართვის სკოლები, სტომატოლოგები და აშ.). მიმდინარე კვირაში გაიმართება მოლაპარაკებები შემსუბუქების პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯების შესახებ
მოლოდინები
დანიის სამომავლო გეგმები მჭიდროდ არის დაკავშირებული აგრესიულ ტესტირებასთან. იგეგმება დანიის მოქალაქეების აქტიური ტესტირება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების მონიტორინგი. იგეგმება, ციხეებისა და პრობაციის სერვისები ნელი გახსნა. კვლევითი დაწესებულებანი ნაწილობრივ გაიხსნება მკვლევარებისა და დოქტორანტებისათვის რათა მოახერხონ კვლევითი საქმიანობის გაგრძელება.
ლიეტუვა
პირველი ინფიცირებული
26 თებერვალს ლიეტუვაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ორი დღის შემდეგ კი Covid-19 -ის პირველი დაფიქსირდა. ამავე დღეს, სეიმამ 30 აპრილამდე ყველა სახალხო ღონისძიება აკრძალა.
შეზღუდვები
მარტში, ვირუსის გავრცელებასთან ერთად გამკაცრდა შეზღუდვები. გაუქმდა დახურულ სივრცეში ჩასატარებელი ღონისძიებები, სასწავლო დაწესებულებანი გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. 16 მარტს ლიეტუვაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აპრილის პირველი კვირის მანძილზე მარტის შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და საყოველთაო კარანტინი გაგრძელდა, რაც ძირითადად აღდგომის კვირით იყო განპირობებული.
პირველი ფაზა
15 აპრილიდან უფლება მიეცა არასასურსათო მაღაზიებს განაახლონ ეკონომიკური აქტივობა. თუმცა, ეს ვრცელდება მხოლოდ ისეთ მაღაზიებზე რომელთაც ღია სიცვრციდან პირდაპირი შესასვლელი აქვთ. დამატებით, სერვისის მიმწოდელბლები რომლებსაც მომხმარებელთან ხანგრძლივი პირდაპირი კონტაქტი არ უწევთ შეძლებენ აქტივობის განახლებას (სამრეცხაოები, ხელოსნები). ასევე, 10 კვ. მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება
მეორე ფაზა
პირველი ფაზის შემდეგ 2 კვირაში დაიწყება შეზღუდვათა შემსუბუქების მეორე ეტაპი. საქმიანობას განახლეებენ კულტურული დაწესებულებანი (ბიბლიოთეკები და მუზეუმები). სერვისის მიმწოდებლები, რომლეთაც ხანგრძლივი პირდაპირი კონტაქტი აქვთ მომხარებელთან (სილამაზის სალონები). განახლდება აქტივობები ღია სივრცეებში. ასევე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და ბაზრები, თუმცა ხალხის რაოდენობის კონტროლით.
სამომავლო მოლოდინები
მესამე ფაზა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც კარანტინის შეზღუდვები სრულად მოხსნება. სრულად შეძლებენ საქმიანობის განახლებას რესტორნები, კაფეები, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები (სტომატოლოგები), საბავშო ბაღები, სკოლები, სპორტული და გასართობი დარბაზები. მეოთხე ფაზა ითვალისწინებს საჯარო შეკრებების განახლებას თუმცა ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული.
შვეიცარია
პირველი ინფიცირებული
COVID-19 - ის პირველი შემთხვევა შვეიცარიაში 25 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან შემოვიდა და სწრაფად გავრცელდა. ვირუსის გავრცელებამ პიკს მარტის თვეში მიაღწია. შვეიცარიის მთავრობამ პრევენციული, შეზღუდვების პოლიტიკის გატარება თებერვალშივე დაიწყო. თუმცა გატარებული პოლიტიკა არაეფექტური გამოდგა და მარტში მისი გამკაცრება გახდა საჭირო.
ეკონომიკური შეზღუდვები
მარტის შუა რიცხვებიდან ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებების, მაღაზიების, ბარებისა და სხვა თავშეყრის ადგილების დახურვის შესახებ. 20 მარტს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად ფედერალურმა საბჭომ თავი შეიკავა საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისაგან. უფრო მეტიც, ეკონომიკური სექტორების ნაწილმა საქმიანობა შეზღუდვების გარეშე გააგრძელა.
პირველი ფაზა
27 აპრილიდან მცირე, პერსონალური სერვისის მიმწოდებელ ბიზნესს ეძლევა საშუალება აღადგინოს ეკონომიკური აქტივობა (თმის, ტატუირებისა და კოსმეტიკური სალონები). შეზღუდვები შეუმსუბუქდება სამედიცინო დაწესებულებებსაც და შეძლებენ განაახლონ არასასწრაფო და გეგმიური საქმიანობანი. იგეგმება, სამშენებლო მასალებისა და ყვავილების მაღაზიების გახსნაც. პარალელურად საცალო, არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიებიც განაახლებენ ეკონომიკური საქმიანობას
მეორე ფაზა
თუ მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდა, 11 მაისიდან შვეიცარიის სკოლები სავალდებულო საგანმანათლებლო საქმიანობას განაახლებენ. ასევე, სრულად გაიხსნება სავაჭრო მაღაზიები და ბაზრები. ფედერალური საბჭო დეტალურ გადაწყვეტილებას მეორე ფაზის შესახებ 29 აპრილს მიიღებს.
მესამე ფაზა
8 ივნისიდან უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებანი შეძლებენ განაახლონ პირისპირი სასწავლო პროცესი. განახლდება ეკონომიკური აქტივობა დასასვენებელ და გასართობ დაწესებულებებშიც მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ზოოპარკები). სავარაუდოდ, შემსუბუქდება ადამიანთა შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვებიც. ფედერალური საბჭო გადაწყვეტილებას მესამე ფაზის შესახებ 27 მაისს მიიღებს.
ჩეხეთი
ეკონომიკური შეზღუდვები
COVID-19 - ის პირველი შემთხვევა ჩეხეთში 1 მარტს დაფიქსირდა. ვირუსის დაფიქსირებიდან მალევე 12 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორი დღის შემდეგ შეჩერდა სასწავლო პროცესი და ვაჭრობა (გამონაკლისების გარდა). 16 მარტს დაიხურა გარე საზღვრები, გამოცხადდა კომენდანტის საათი და შეიზღუდა მოქალაქეთა უმიზონო გადაადგილება. ეს უკანასკნელი შეზღუდვები სამჯერ გახანგრძლივდა ჯერ 24 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ 1 აპრილამდე, ბოლოს კი 30 აპრილამდე.
პირველი და მეორე ფაზა
მკაცრი შეზღუდვების შესუსტება დაიწყო აპრილის თვიდან. თვის დასაწყისში სამშენებლო მასალების მაღაზიებმა და ველოსიპედების სერვის ცენტრებმა განაახლეს საქმიანობა. 20 აპრილიდან ფერმერული ბაზრები, ავტო მაღაზიები და სახელოსნოები განაახლებენ ფუნქციონირებას. ასევე ნებადართული ხდება ქორწილებიც (მაქს. 10 ადამიანი). მეორე ფაზაში, 27 აპრილიდან, გაიხსნება მაღაზიები 200 კვ. მეტრამდე, რომელებიც სავაჭრო ცენტრებში არ არიან განთავსებული. განახლდება რელიგიური საქმიანობა (მაქს. 15 ადამიანი
მესამე და მეოთხე ფაზა
შემსუბუქების სტრატეგიის მესამე და მეოთხე ეტაპები განხორციელდება მაისის თვეში. 12 მაისიდან 1000 კვ. მეტრის ზომის მაღაზიებიც გაიხსნება. პარალელურად სპორტული დარბაზები და ფიტნეს ცენტრები შეძლებენ განაახლონ საქმიანობა. 25 მაისიდან შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. მუზეუმებს, გალერიებს და სილამაზის სალონებს შეეძლებათ მუშაობის გაგრძლება. შეზღუდვები მოეხსნებათ რესტორნებსა და კაფეებს, რომლებიც ღია სივრცეში მოემსახურებიან მომხმარებელს
მეხუთე ფაზა
შეზღუდვების შემსუბუქების ბოლო მეხუთე ფაზაში, 8 ივნისიდან, ეკონომიკურ აქტივობას განაახლებენ კაფეები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები, თეატრები, კინოთეატრები, და დიდი ზომის სავაჭრო ცენტრები.
წყარო:http://eprc.ge/