USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
როგორ ბრუნდება ბიზნესი ევროპაში
Date:  627

ჩვენ ჯერ არ ვიცით რას შემოგვთავაზებს საქართველოს ხელისუფლება 24 აპრილს, როდესაც დაანონსებულია კორონავირუსის პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდში ბიზნესის ნელ-ნელა გახსნის და ბიზნესის დახმარების სამთავრობო გეგმის გასაჯაროვება.

თუმცა მსგავსი გეგმები უკვე წარმოადგინეს ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა.

გთავზობთ კორონავირუსის შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლის ევროპულ გამოცილებას, რომელიც  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ შემუშავებულ  დოკუმენტში მოწოდებულია. აქ წარმოდგენილია ავსტრიის, გერმანიის, დანიის, ლიეტუვას, შვეიცარიისა და ჩეხეთის ეკონომიკური შეზღუდვები, ვირუსის სხვადსხვა ფაზა და სამომავლო მოლოდინები. 

ავსტრია

პირველი ინფექცირებული

25 თებერვალს დაფიქსირდა COVID-19 - ის პირველი შემთხვევა ავსტრიაში. ვირუსი იტალიიდან შემოვიდა და სწრაფად გავრცელდა. ვირუსის გავრცელებამ პიკს მარტის თვეში მიაღწია. ავსტრიის მთავრობამ პრევენციული შეზღუდვების პოლიტიკის გატარება თებერვალში დაიწყო.

შეზღუდვები

მარტიდან ავსტრიამ დაიწყო პანდემიის შემაკავებელი მკაცრი შეზღუდვების გატარება. 10 მარტიდან შეჩერდა სასწავლო პროცესი უნივერსიტეტებში. მარტის შუა რიცხვებიდან აიკრძალა ხუთ კაცზე მეტის შეკრება. 16 მარტს გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი რომელიც მოქალაქეებს უმიზეზოდ სახლის დატოვებას უფლებას უზღუდავდა. მარტის ბოლოს კი გამოიცა ვალდებულება პირბადეების   ტარების   შესახებ.

პირველი ფაზა

ავსტრია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა არის რომელმაც პანდემიის პრევენციული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. 14 აპრილიდან პატარა ზომის მაღაზიები სრულად გაიხნსა (400 კვ. მეტრზე პატარა). ასევე ეკონომიკურ აქტივობას განაახლებენ წვრილმანებისა და ყვავილების მაღაზიებიც. თუმცა, რიგი შეზღუდვები ჯერ კიდევ ადგილზე რჩება. აუცილებელია პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეში (ტრანსპორტის ჩათვლით). ასევე, 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ  ერთი  ადამიანი  დაიშვება

მეორე ფაზა

1 მაისიდან იგეგმება ყველა ზომის მაღაზიების გახსნა. მაისის შუა რიცხვებიდან კი სასტუმროები და რესტორნებიც განაახლებენ ეკონომიკურ საქმიანობას. მთავრობა იტოვებს უფლებას შეზღუდვათა შემსუბუქების პროცესი ნებისმიერ დროს შეაჩეროს თუ ინფიცირებულთა ზრდა ამის მიზეზს მისცემს.

სამომავლო მოლოდინები

ივნისის ბოლომდე საჯარო ღონისძიებები არ განახლდება, შემდგომ კი ეს საკითხიც გადაიხედება. სკოლები  და უნივერსიტეტები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს მაისის შუარიცხვებამდე, თუმცა არის მოლოდინი რომ სასწავლო წელი ამ რეჟიმში დასულდება.

 გერმანია

ვირუსი და შეზღუდვები

27 იანვარსს დაფიქსირდა COVID-19 - ის პირველი შემთხვევა გერმანიაში. თებერვლის თვეში ინფიცირებულთა რაოდენობამ სწრაფი ზრდა განაგრძო. მიუხედავად იმისა რომ ინფიცირებულთა რაოდენობით თებერვალში უკვე გერმანია მე-10 ქვეყანა იყო  მსოფლიოში მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ მარტის შუა რიცხვებიდან დაწესდა. 15 მარტს დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ერთი დღის შემდეგ კი ჩაიკეტა საზღვარი.  22 მარტის შეიზღუდა მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების უფლება და აიკრძალა ორ ადამიანზე მეტის შეკრება (გამონაკლისი შემთხვევიბის გარდა). თუმცა, ქვეყნის მასშტაბით არ შეზღუდულა არააუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა (შეზღუვები  დააწესეს  ფედერალურმა  მიწებმა)

პირველი ფაზა

აპრილის თვეში ინფიცირებულთა ზრდის ტემპი შეჩერდა, თუმცა პირველი ნახევარი ისევ მკაცრი რეგულაციებით ხასიათდებოდა. სავალდებულო გახდა პირბადის ტარება დიდ ქალაქებში. მიუხედავად ვირუსის ჯერ კიდევ ფართო გავრცელებისა 20 აპრილიდან 800 კვ. მეტრის ზომის მაღაზიებმა განაახლეს ეკონომიკური აქტივობა (მკაცრი ჰიგიენური სტანდარტების დაცვის ვალდებულებით). ასევე განაახლეს მუშაობა წიგნის მაღაზიებმა, ავტო და ველო მომსახურების ცენტრებმა.  ფედერალურ მიწებს რჩებათ უფლება არ გაიზიარონ შემსუბუქების პოლიტიკა და  ლოკალური გარემოებებიდან  გამომდინარე მიიღონ  გადაწყვეტილებები.

მოლოდინები

4 მაისიდან სკოლები განაახლებენ პირისპირ სასწავლო პროცესს. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კლასებსა და მოსწავლეებს რომელთაც წელს წრითი გამოსაშვები გამოცდები აქვთ. მკაცრი ჰიგიენური სტანდარტებითა და დამცავი აქსესუარებით 4 მაისიდან მუშაობას განაახლებენ თმის სალონებიც. რელიგიურ რიტუალებზე აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაში რჩება და მისი გადახედვა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ხალხმრავალი ღონისძიებების განახლება არ იგეგმება  ზაფხულის  ბოლომდე.

 დანია

ვირუსი და შეზღუდვები

27 თებერვალს დაფიქსირდა COVID-19 - ის პირველი შემთხვევა დანიაში.  საყოველთაო კარანტინი კი 13 მარტს გამოცხადდა. დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები. რამდენიმე დღეში დაიხურა საბავშვო ბაღებიც. 18 მარტიდან შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა. აიკრძალა 10 ადამიანის შეკრება. რესტორნებსა და კაფეებს კი მხოლოდ გატანაზე შეეძლოთ მუშაობა. საერთო დახურულ სივრცეებში ეკონომიკური აქტივობა მთლიანად აიკრძალა (სავაჭრო ცენტრები). 23 მარტს კარანტინის პირობები კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა.

პირველი ფაზა

დანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რომელმაც შეამსუბუქა შეზღუდვები. 14 აპრილიდან უფლება მისცა კერძო სექტორის თანამშრომლებს დაბრუნებულიყვნენ ოფისებში. გაიზარდა საჯარო ტრანსპორტის რაოდენობა. 15 აპრილიდან განახლდა სასწავლო პროცესი დაწყებით და საშუალო სკოლებში. გაიხსნა საბავშო ბაღები. 20 აპრილიდან საქმიანობა განაახლეს მომსახურების მიმწოდებლებმაც (სილამაზის სალონები, მართვის სკოლები, სტომატოლოგები და აშ.). მიმდინარე კვირაში გაიმართება მოლაპარაკებები  შემსუბუქების პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯების შესახებ

მოლოდინები

დანიის სამომავლო გეგმები მჭიდროდ არის დაკავშირებული აგრესიულ ტესტირებასთან. იგეგმება დანიის მოქალაქეების აქტიური ტესტირება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების მონიტორინგი. იგეგმება, ციხეებისა და პრობაციის სერვისები ნელი გახსნა. კვლევითი დაწესებულებანი ნაწილობრივ გაიხსნება მკვლევარებისა და დოქტორანტებისათვის რათა მოახერხონ კვლევითი საქმიანობის გაგრძელება.

ლიეტუვა

პირველი ინფიცირებული

 26 თებერვალს ლიეტუვაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ორი დღის შემდეგ კი Covid-19 -ის პირველი დაფიქსირდა. ამავე დღეს, სეიმამ 30 აპრილამდე ყველა სახალხო ღონისძიება აკრძალა.

შეზღუდვები

მარტში, ვირუსის გავრცელებასთან ერთად გამკაცრდა შეზღუდვები. გაუქმდა დახურულ სივრცეში ჩასატარებელი ღონისძიებები, სასწავლო დაწესებულებანი გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. 16 მარტს ლიეტუვაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.  აპრილის პირველი კვირის მანძილზე მარტის შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და საყოველთაო კარანტინი გაგრძელდა, რაც ძირითადად აღდგომის კვირით  იყო  განპირობებული.

პირველი ფაზა

 15 აპრილიდან უფლება მიეცა არასასურსათო მაღაზიებს განაახლონ ეკონომიკური აქტივობა. თუმცა, ეს ვრცელდება მხოლოდ ისეთ მაღაზიებზე რომელთაც ღია სიცვრციდან პირდაპირი შესასვლელი აქვთ. დამატებით, სერვისის მიმწოდელბლები რომლებსაც მომხმარებელთან ხანგრძლივი პირდაპირი კონტაქტი არ უწევთ შეძლებენ აქტივობის განახლებას (სამრეცხაოები, ხელოსნები). ასევე, 10 კვ. მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი  დაიშვება

მეორე ფაზა

პირველი ფაზის შემდეგ 2 კვირაში დაიწყება შეზღუდვათა შემსუბუქების მეორე ეტაპი. საქმიანობას განახლეებენ კულტურული დაწესებულებანი (ბიბლიოთეკები და მუზეუმები). სერვისის მიმწოდებლები, რომლეთაც ხანგრძლივი პირდაპირი კონტაქტი აქვთ მომხარებელთან (სილამაზის სალონები). განახლდება აქტივობები ღია სივრცეებში. ასევე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და ბაზრები, თუმცა  ხალხის  რაოდენობის  კონტროლით.

სამომავლო მოლოდინები

მესამე ფაზა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც კარანტინის შეზღუდვები სრულად მოხსნება. სრულად შეძლებენ საქმიანობის განახლებას რესტორნები, კაფეები, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები (სტომატოლოგები), საბავშო ბაღები, სკოლები, სპორტული და გასართობი დარბაზები. მეოთხე ფაზა ითვალისწინებს საჯარო შეკრებების განახლებას თუმცა ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული.

შვეიცარია

პირველი ინფიცირებული

COVID-19 - ის პირველი შემთხვევა შვეიცარიაში 25 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან შემოვიდა და სწრაფად გავრცელდა. ვირუსის გავრცელებამ პიკს მარტის თვეში მიაღწია. შვეიცარიის მთავრობამ პრევენციული, შეზღუდვების პოლიტიკის გატარება თებერვალშივე დაიწყო.  თუმცა გატარებული პოლიტიკა არაეფექტური გამოდგა და მარტში მისი გამკაცრება  გახდა  საჭირო.

ეკონომიკური შეზღუდვები

მარტის შუა რიცხვებიდან ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებების, მაღაზიების, ბარებისა და სხვა თავშეყრის ადგილების დახურვის შესახებ. 20 მარტს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად ფედერალურმა საბჭომ თავი შეიკავა საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისაგან. უფრო მეტიც, ეკონომიკური სექტორების ნაწილმა საქმიანობა შეზღუდვების გარეშე გააგრძელა.

პირველი ფაზა

27 აპრილიდან მცირე, პერსონალური სერვისის მიმწოდებელ ბიზნესს ეძლევა საშუალება აღადგინოს ეკონომიკური აქტივობა (თმის, ტატუირებისა და კოსმეტიკური სალონები). შეზღუდვები შეუმსუბუქდება სამედიცინო დაწესებულებებსაც და შეძლებენ განაახლონ არასასწრაფო და გეგმიური საქმიანობანი. იგეგმება, სამშენებლო მასალებისა და ყვავილების მაღაზიების გახსნაც. პარალელურად საცალო, არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიებიც განაახლებენ  ეკონომიკური  საქმიანობას

მეორე ფაზა

თუ მოვლენები გეგმის მიხედვით    განვითარდა, 11 მაისიდან შვეიცარიის სკოლები სავალდებულო საგანმანათლებლო საქმიანობას განაახლებენ. ასევე, სრულად გაიხსნება სავაჭრო მაღაზიები და ბაზრები. ფედერალური საბჭო დეტალურ  გადაწყვეტილებას მეორე ფაზის შესახებ 29 აპრილს მიიღებს.

მესამე ფაზა

8 ივნისიდან უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებანი  შეძლებენ განაახლონ პირისპირი სასწავლო პროცესი.     განახლდება ეკონომიკური აქტივობა დასასვენებელ და გასართობ დაწესებულებებშიც  მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ზოოპარკები). სავარაუდოდ, შემსუბუქდება ადამიანთა შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვებიც. ფედერალური საბჭო გადაწყვეტილებას მესამე ფაზის შესახებ 27 მაისს მიიღებს.

ჩეხეთი

 

ეკონომიკური შეზღუდვები

COVID-19 - ის პირველი შემთხვევა ჩეხეთში 1 მარტს დაფიქსირდა. ვირუსის დაფიქსირებიდან მალევე 12 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორი დღის შემდეგ შეჩერდა სასწავლო პროცესი და ვაჭრობა (გამონაკლისების გარდა). 16 მარტს დაიხურა გარე საზღვრები, გამოცხადდა კომენდანტის საათი და შეიზღუდა მოქალაქეთა უმიზონო გადაადგილება. ეს უკანასკნელი შეზღუდვები სამჯერ გახანგრძლივდა ჯერ   24 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ 1 აპრილამდე, ბოლოს კი 30 აპრილამდე.

პირველი და მეორე ფაზა

მკაცრი შეზღუდვების შესუსტება დაიწყო აპრილის თვიდან. თვის დასაწყისში სამშენებლო მასალების მაღაზიებმა და ველოსიპედების სერვის ცენტრებმა განაახლეს საქმიანობა. 20 აპრილიდან ფერმერული ბაზრები, ავტო მაღაზიები და სახელოსნოები განაახლებენ ფუნქციონირებას. ასევე ნებადართული ხდება ქორწილებიც (მაქს. 10 ადამიანი).  მეორე ფაზაში, 27 აპრილიდან, გაიხსნება მაღაზიები 200 კვ. მეტრამდე, რომელებიც  სავაჭრო ცენტრებში არ არიან განთავსებული. განახლდება რელიგიური საქმიანობა (მაქს. 15 ადამიანი

მესამე და მეოთხე ფაზა

შემსუბუქების სტრატეგიის მესამე და მეოთხე ეტაპები განხორციელდება მაისის თვეში. 12 მაისიდან 1000 კვ. მეტრის ზომის მაღაზიებიც გაიხსნება. პარალელურად სპორტული დარბაზები და ფიტნეს ცენტრები შეძლებენ განაახლონ საქმიანობა. 25 მაისიდან შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. მუზეუმებს, გალერიებს და სილამაზის სალონებს შეეძლებათ მუშაობის გაგრძლება. შეზღუდვები მოეხსნებათ რესტორნებსა და კაფეებს, რომლებიც ღია სივრცეში  მოემსახურებიან   მომხმარებელს

მეხუთე ფაზა

შეზღუდვების შემსუბუქების ბოლო მეხუთე ფაზაში, 8 ივნისიდან, ეკონომიკურ აქტივობას განაახლებენ კაფეები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები, თეატრები, კინოთეატრები, და დიდი ზომის სავაჭრო ცენტრები.

წყარო:http://eprc.ge/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way