USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
როდის აშენდა კასპში ცემენტის ქარხანა – ისტორია და განვითარება
Date:  1356

კასპის ხსენებისას, საზოგადოების დიდ ნაწილს ცემენტის ქარხანა ახსენდება. დროთა განმავლობაში, ეს ქარხანა ქალაქის “სავიზიტო ბარათად” იქცა.

კასპის ცემენტის ქარხანა საქართველოში მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. მისი მშენებლობა 1926 წელს დაიწყო, 1931 წლის 25 თებერვალს კი საზეიმოდ გაიხსნა. პირველი დირექტორი იყო ა.ქებაძე

გახსნის დღიდან, საწარმოში სამი ღუმელი ამოქმედდა. ქარხანას კარიერთან საბაგირო გზა აკავშირებდა, თუმცა მოგვიანებით საბაგირო გაუქმეს და გადაზიდვისთვის სატვირთო ავტომობილების მომხარება დაიწყეს. ამჟამად, მზა პროდუქციის გადაზიდვა ხდება სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით.

ქარხანა წლიურად აწარმოებს 761 100 ტონა ცემენტს, ხოლო კლინკერის წლიური წარმოება 691 200 ტონას შეადგენს. ცემენტის ქარხანა ადგილობრივი ნედლეულით მარაგდება.

  • ნედლეულის მოპოვება კავთისხევის და კასპის თიხის კარიერებიდან ხდება.
  • კავთისხევის კარიერიდან ხდება კირქვის მოპოვებაც – წელიწადში მოიხმარება დაახლოებით 650 000 ტონა.
  • თიხის მოპოვება ხდება კასპის თიხის კარიერიდან, წელიწადში მოიხმარება დაახლოებით 130 000 ტონა.
  • საწარმო საწვავად გამოიყენებს ნახშირს, რომლის რაოდენობაც წელიწადში შეადგენს 197500 ტონას.
  • საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 700 მდე ადამიანი.

ამჟამად, კასპის ცემენტის ქარხანას კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი” ფლობს, რომელმაც 2016 წლიდან ქარხანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო და ამ მიზნით, 2019 წელს ქარხნის სრული მოდერნიზაცია მოახდინა. აამუშავა კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი.

 

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way