USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
რიონის ხეობაში მობილიზებულია პოლიცია და შეფერხებულია ინტერნეტის მიწოდება
თარიღი:  561

რიონის ხეობაში, სადაც დღეს ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური ტექნიკაა შეყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი. 

აქციის მონაწილეებს, ჰესის მშენებლობის ადგილზე არ უშვებენ. სამოქალაქო აქტივისტები გუმათის დასახლებაში არიან შეკრებილი.

გავრცელებული ინფორმაციით ადგილზე ინტერნეტის ხელმისაწვდომობა შეფერხებულია. არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს შსს-ს მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ხოლო მარეგულირებელ კომისიას სთხოვს შეისწავლოს ნამოხვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი.

ცნობისთვის, წუხელ სამართალდამცველებმა 12 აქტივისტი 2000-2000 ლარით ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის