USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
რევაზ სოხაძე ლანდშაფტისა და ურბანული დაგეგმარების კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი:  532

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ლანდშაფტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების პროექტებში ლანდშაფტური და ურბანული კომპონენტების ინტეგრირების მიმართულებით. აღინიშნა, რომ თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება გულისხმობს არა მხოლოდ გადაადგილების გაუმჯობესებას, არამედ ეკოლოგიური, სოციალური და ვიზუალური ფაქტორების გათვალისწინებასაც.

აღინიშნა გზის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების მნიშვნელობა, რაც ამცირებს მტვერსა და ხმაურს, აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგრადობას და ვიზუალურ გარემოს. გამწვანებული ზონები ქმნის კეთილმოწყობილ სივრცეს როგორც მგზავრებისთვის, ისე გზის მიმდებარე დასახლებების მოსახლეობისთვის.

რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამინისტროს ინიციატივა – ჩატარდეს ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პოტენციური ადგილების პროექტირება, რომელიც მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალურ გზებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით და კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის