USD 2.6153
EUR 3.0500
RUB 3.0978
Tbilisi
რევაზ სოხაძე: გამჭვირვალე პროცედურები კორუფციის პრევენციის მთავარი მექანიზმია
Date:  717

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კორუფციის რისკების აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებული დაზღვევის მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის პოზიცია კორუფციის მიმართ მკაფიო და ყველასთვის ცნობილია. მისი თქმით, კორუფცია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, რის გამოც ხელისუფლება და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელება თავიდანვე იყოს გამორიცხული.

რევაზ სოხაძის განმარტებით, ამ მიმართულებით ყველაზე ეფექტიანი პრევენციული მექანიზმია გამჭვირვალობა და სწორი სატენდერო პროცედურების დანერგვა, რისთვისაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული პროცედურა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ვზრუნავთ მათ ჩართულობაზე. პრემიერ-მინისტრი ხშირად საუბრობს ხარჯთეფექტურობაზე და ჩვენთვის პრინციპულია, რომ სახელმწიფო არ იხდიდეს ზედმეტად მოქალაქეების ფულს. კარგად გვესმის, რა ღირს პროდუქტის შექმნა ბაზარზე და მზად ვართ გადავიხადოთ რეალური ფასი. როდესაც სისტემა არაჯანსაღია, იზრდება როგორც კორუფციული გარიგებების, ასევე არახარისხიანი პროდუქტისა და მშენებლობების რისკი. სწორედ ამიტომ, ფასებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევქმენით ახალი სისტემა, რომლის ფარგლებში ფასების დადგენა ახალი წესით ხდება და საბოლოოდ რეალურ მაჩვენებლებზეა დაფუძნებული“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, სამშენებლო სფეროში ქვეყანა დღემდე ოპერირებს 1980-იანი წლების ნორმებით. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა მომავალი წლიდან საქართველო ეტაპობრივად გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილშიც.

„აქტიურად ვმუშაობთ საგზაო კანონმდებლობაზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარვუდგენთ. ყველა ეს ცვლილება ერთობლიობაში ქმნის სისტემის გაჯანსაღების საფუძველს. მშენებლობის პროცესი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს გამჭვირვალე და დაზღვეული კორუფციული რისკებისგან. ჩვენი მთავარი მიზანია, მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა პროექტირების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ შეიცვალა დიზაინბილდის პრინციპით ტენდერების გამოცხადების პრაქტიკა, რომელიც არაეფექტიანი იყო. მისი თქმით, უკვე ჩატარებულია დაახლოებით 50 არქიტექტურული კონკურსი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, რაც ასევე, ხელს უწყობს ქართული არქიტექტურული სკოლის განვითარებასაც.

„ჩვენი მიზანია, მივიღოთ კარგად დამუშავებული და ხარისხიანი პროექტები, რომლებიც მშენებლებს გადაეცემათ ისე, რომ შემდგომში არ საჭიროებდეს არსებით ცვლილებებს. ეს წარსულში ხშირად იწვევდა ვადების გაწელვას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მიიღოს ხარისხიანი შედეგი - ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way