USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Тбилиси
რევაზ სოხაძე- თეთრი სიის გადახედვა ხელს შეუწყობს სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს
дата:  419

,,მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ  რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული  თეთრია სია.  ეს არის იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მოხვდნენ  ამ სიაში და გარკვეული ბენეფიტებით და შეღავათებით სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ამ კრიტერიუმების სამართლიანობასა და ობიექტურობაზე თავად კერძო სექტორშიც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები’’-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,ბიზნესპარტნიორში’’ სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, „თეთრ სიაში“ მოხვედრილი კომპანიები, სხვა შეღავათებთან ერთად, სარგებლობენ დაწესებული წესებისგან გამონაკლისებით ავანსების გაცემისას, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს აჩენს სახელმწიფოსთვის. მისი თქმით სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მასში შეტანილი კომპანიებისთვის მოქმედი პრივილეგიების გადახედვა.

„მაგალითად, თუ კომპანიამ კონტრაქტის მიხედვით მიიღო 20%-იანი ავანსი, ამ თანხიდან მხოლოდ ნახევარია უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით. დანარჩენი 10% პრაქტიკულად ‘ჰაერშია’’, ანუ არ აქვს არანაირი ფინანსური უზრუნველყოფა. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო მთლიანად იღებს ამ რისკს საკუთარ თავზე’’- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში არაერთი კონტრაქტია, სადაც ათეულობით მილიონი ლარია გადახდილი, სამუშაოები კი სრულად არ არის შესრულებული. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში კი, ბიუჯეტისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„ამ ყველაფრის ფონზე სრულიად ლოგიკურია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ე.წ. თეთრი სიის პრინციპის გადახედვის შესახებ. ეს არანაირად არ გულისხმობს ბიზნესის შეზღუდვას -ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და რისკზე დაფუძნებული მიდგომა, რაც ერთი მხრივ ბიზნესსაც დაეხმარება, ხოლო მეორე მხრივ  დაიცავს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს დიალოგს ბიზნესთან, თუმცა მთავარი პრინციპი უცვლელია -საზოგადოებრივი რესურსის სწორად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლიანად განკარგვა.

общество
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати