USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
რევაზ სოხაძე - ქალაქის სწორი სივრცითი მოწყობა ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს
Date:  

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გრძელდება. დღეს სესიაზე სახელწოდებით, „სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ პრეზენტაციით თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე წარსდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რევაზ სოხაძემ სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით დედაქალაქის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით თბილისის გენერალური გეგმის მიღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯად დაასახელა.

ამას გარდა, რევაზ სოხაძემ სატრანსპორტო გეგმის, მწვანე სივრცეების მოწყობის და ქალაქის პოლიცენტრული განვითარების შესახებაც ისაუბრა.

„სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. დედაქალაქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მწვანე სივრცეების შექმნაზე. მხოლოდ სამგორში ასი ათასზე მეტი ხე დაირგო. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინვესტიცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტის განხორციელებაში კერძო სექტორი აქტიურად იყოს ჩართული. ამას გარდა, აუცილებელია ქალაქის პოლიცენტრული განვითარება და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ქალაქის სწორი სივრცითი მოწყობა ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, რევაზ სოხაძემ პირველ რიგში გამწვანებული სივრცეების შექმნა დაასახელა. ამას გარდა, რევაზ სოხაძის თქმით, ვარკეთილში განხორციელდა ქუჩების რეაბილიტაცია; მოეწყო სკეიტპარკი, რეაბილიტირდა ბულვარი. ასევე, მოეწყო საფეხბურთო კომპლექსი, სადაც 900-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს.

დეპუტატის თქმით, მიმდინარეობს მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობაც. ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან პროექტად, რომელსაც დედაქალაქის მერია სამგორში ახორციელებს, რევაზ სოხაძემ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება დაასახელა. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე ხუთი კორპუსის ჩანაცვლება მიმდინარეობს.

სამგორის მაჟორიტარმა, სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა და სამხედრო ქალაქის დასახლებაში, 15 ჰექტარზე ცენტრალური პარკის მოწყობა დააანონსა. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია სამგორის რაიონის მიზიდულობის ცენტრი გახდება.

რევაზ სოხაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფორუმი იდეების გაცვლისა და ამა თუ იმ მიმართულებით სიახლეების გაცნობისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way