რევაზ ლომთაძე (1937-1999) - მეღვინე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მოლდოვის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებაში
ქართული კვალი მოლდოვურ მეღვინეობაში
1999 წლის 19 მარტს გარდაიცვალა ლეგენდარული მოლდოველი მეღვინე, ქართველი რევაზ კალეს ძე ლომთაძე. ლომთაძე ხელმძღვანელობდა სტრაშენსკის რაიონის სოფ. პანაშეშტის ღვინის წერტს, ტარაკლინსკის ღვინის ქარხანას, კოლმეურნეობა-ქარხანა პერესეჩენოს, იყო ღვინის ქარხნის „ კოჟუშნა“-ს დირექტორი, იმავე სოფელში დააარსა მოლდოვის მეღვინეობის მეურნეობა-ტექნიკუმი. დიდი წვლილი შეიტანა მოლდოვის რეგიონების განვითარებაში.
რიცხვი „19“ ცხოვრების 62 წელი სდევდა ლომთაძეს. დაიბადა 1937 წლის 19 აგვისტოს, ხილის და ყურძნის მწიფობის სეზონში. რამაც ალბათ თავისი კვალი დაატყო მის ხასიათს და ბედს. დაამთავრა თბილისის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი, მეღვინის სპეციალობით და განაწილებული იყო მოლდოვაში. 19 აგვისტოს დაიბადა ნონა, მისი მომავალი მეუღლე. 25 წლის ასაკში ნონა სტომატოლოგად იწყებს მუშაობას ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმ „ვარნიჩენი“-ში. 26 წლის ლომთაძის გაცნობამ შეცვალა მისი ბედი და 19 აგვისტოს ახალგაზრდები დაქორწინდნენ.
. . .კაცები ცოტას დაპარაკობენ და ბევრს ეწევიან, საფლავზე ტოვებენ სავსე ჭიქას, პურის ნაჭერს და ანთებულ სიგარეტს. ლომთაძის საფლავზე არ არის ჩვეული ბარელიეფი - მხოლდ წარწერა და ქვისგან გამოთლილი კოვბოის თეთრი ქუდი.
ისევ თავიდან...
„მე და გოგოებს არ გვინდოდა პერესეჩინოდან გადასვლა: ხუთი წლის მანძილზე სოფელი საოცარ ადგილად გადაიქცა“ - ყვებოდა ნონა ივანოვნა ლომთაძე. მეურნეობა „პერესეჩინო“-ში სადაც რევაზ ლომთაძე 1972 წელს გადაიყვანეს, მოუწია სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის გაზრდა, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება და მრავალი სხვა, ტარაკლინის ღვინის ქარხანაში, სადაც ხუთი წელი იმუშავა შექმნა რამოდენიმე ორიგინალური ღვინო. საფერავისგან დამზადებულმა ღვინომ 1969 წლის საერთაშორისო დეგუსტაციაზე ოქროს მედალი დაიმსახურა. ლომთაძის ხელშეწყობით ტარაკლინში აშენდა ადმინისტრაციული შენობა, სახლები სპეციალისტებისთვის, მოწესრიგდა გზები და ტროტუარები.
ახალ „პირად ხუთწლედში“ პერესეჩინოში მეურნეობის დირექტორმა განაახლა გზები და ტროტუარები, რომლებიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე გაუვალ ტალახად იქცეოდა, ააშენა საბავშვო ბაღი, სკოლა, ამბულატორია, ხუთსართულიანი სახლების მთელი მიკრორაიონი, პარკი შადრევნით, ხელოვნური ტბით,
მოლდოვის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს სხვა გეგმები ქონდა, როდესაც რევაზ ლომთაძე კოჟუშნაში დირექტორად გადაიყვანა. ეს გეგმები მისი მეუღლის და შვილების გეგმებს სულაც არ ემთხვეოდა. ცალ-ცალკე არსებული კოჟუშნას მეურნეობის და ღვინის ქარხნის ბაზაზე პარტიული ლიდერები ახალი, მაღალეფექტური ეკონომიკური მოდელის შექმნას აპირებდნენ. ამბიციურ პროექტს წარმატების ყველა შანსი ქონდა, სამი მიმართულების (ყურძნის მოყვანა, გადამუშავება და პროფესიული კადრების მომზადება) გაერთიანების შემთხვევაში. ასე გაჩნდა კოჟუშნას ახალი სასწავლო დაწესებულება - მოლდოვის მეღვინეობის მეურნეობა-ქარხანა-ტექნიკუმი. რევაზ ლომთაძე გახდა მისი დამფუძნებელი. ყველაფრის დაწყება თავიდან მოუწია.
კოჟუშნუს მოსახლეობა მეღვინეობით მე-19 საუკუნიდან იყო დაკავებული, პირველი ყურძენი სოფ. ჩუბუკაში 1905 წელს გაჩნდა. ლომთაძემ მეურნეობა სავალალო მდგომარეობაში ჩაიბარა. საბჭოთა მეურნეობის ზარალი 2 მილიონ მანეთს აღწევდა. რამოდენიმე წელიწადში მეურნეობის მოგება 3 მილიონს შეადგენდა ყოველწლიურად.
ლონთაძის მოსვლით კოჟუშნაში ცხოვრება ქართული ტემპერამენტით გაჩაღდა. ერთი წლის შემდეგ მოლდოვის მეურნეობა-ტექნიკუმმა 120 სტუდენტი მიიღო. მომავალი მეღვინეები და მექანიზაორები ორ ახალ, ხუთსართულიან შენობაში ცხოვრობდნენ. ტექნიკუმის მთავარი უპირატესობა სრულფასოვანი პრაქტიკა იყო. თეორიული მაწილის ათვისების შემდეგ სტუდენტებს თანამედროვე ტექნიკას ანდობდნენ და ისინიც დიდი გატაცებით მუშაობდნენ ღვინის ქარხნის საამქროებში და მინდვრებში.
პირველივე წელს 250 ჰექტარზე გაშენდა ვაშლის, ატმის, ქლიავის ნერგები, ყურძნის სხვადასხვა ჯიშები. ახალი გიგანტის მომსახურებისთვის ლომთაძემ მთლიანად განაახლა ტრაქტორების პარკი, ააშენა ორი მექანიკური სახელოსნო, სასადილო და ფინური აბანოც კი.
იცვლებოდა ღვინის ქარხანაც. პირველ რიგში დირექტორმა ქარხანა ღვინის ჩამოსასხმელი ახალი ხაზით და ყურძნის გადამამუშავებელი თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვა, რაც სეზონზე 10 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავების საშუალებას მისცემდა. ღვინის საცავიც დირექტორის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, სულ მალე ღვინის ქარხანამ შექმნა უნიკალური მიწისქვეშა საცავი ბოთლის ღვინის შესანახად. სამრეწველო კოლექცია მილიონზე მეტ ბოთლს ითვლიდა, სტელაჟები კილონემტრ ნახევარზე გაიჭიმა. ღვინის ამ მიწისქვეშა სამეფოში ლომთაძემ ოთხი სადეგუსტაციო დარბაზი მოაწყო. სულ მალე „კოჟუშნას“ ღვინის ქარხნის სარდაფები კონკურენციას უწევდა „კრიკოვას“ და „მილეშტი მიჩის“ ლეგენდარულ სარდაფებს. მოლდოვაში ჩასული დელეგაციები კოჟუშნუში ექსკურსიებს ითხოვდნენ.
კოჟუშნაში ღვინის სამრეწველო კოლექციის ფასი ყოველწლიურად იზრდება: ნიმუშების უმრავლესობა 25 წელზე მეტი ხნისაა! რევაზ ლომთაძე დეგუსტაციებზე აცნობდა მოლდავური ღვინის საუკეთესო ნიმუშებს და გაყიდვიდან მიღებული მოგებით წარმოების მოდერნიზაციას და სოფლის სოციალური საკითზების გადაწყვეტას ახმარდა.
იდეებით შეპყრობილი ქართველის სანუკვარი ოცნება, კოჟუშნას დასავლური ტიპის მეურნეობად გარდაქმნა იყო. ერთგვარი ამერიკული სოფელი თავისი ვენახებით, სამრეწველო გადამუშავებით და პროფესიონალების მოსამზადებელი ბაზით. თბილისელი მარტო გეგმებს კი არ აწყობდა ანხორციელებდა კიდევაც და სოფლის მოსახლეობის ცხოვრებას კეთილმოწყობილს და კომფორტულს ხდიდა.
თავისი ოთხწლიანი ფეერიული საქმიანობის შედეგად ლომთაძემ ააშენა საბავშვო ბაღი 320 ბავშვისთვის. ქუჩა 50 კოტეჯით, დააპროექტა საქვაბე, რომელიც სოფელს გაზით გაათბობდა. დაიწყო სავაჭრო ცენტრის და 450 მაყურებელზე კინოთეატრის მშენებლობა. მოაასფალტა 20 კილომეტრზე მეტი გზა და აპირებდა ტროლეიბუსის ხაზის გაშვებას სოფლის ცენტრიდან კიშინევამდე. . . .
მევენახეთა მოწინავე ბრიგადის ბრიგადირი იხსენებდა, რომ სამუშაო ადგილამდე ცხრავე ბრიგადა ავტობუსებით მიყავდათ. დირექტორის შვიდივე მოადგილე, რომლებიც სხვადასხვა დარგს კურირებდა პირადი „ვოლგით“ სარგებლობდნენ, ბრიგადირები ეტლიანი მოტოციკლეტებით დადიოდნენ. ლომთაძე ყველასაგან და ყველგან სანიმუშო წესრიგს ითხოვდა და მაგალითსაც თვითონ აძლევდა. ყველა არსებული პრობლემის და შემთხვევის შესახებ იცოდა. დილის ხუთ საათზე მისი მანქანა უკვე მეურნეობაში იყო და სახლში შუაღამისთვის ბრუნდებოდა. დირექტორი უმოწყალოდ ებრძოდა ქურდობას.
ერთხელ, როდესაც მძღოლი შვებულებაში იყო, დირექტორი თვითონ მართავდა მანქანას და მოულოდნელი ნისლის გამო მთელი სიჩქარით დაეჯახა გზის სატკეპნ მანქანას. მანქანა ქაღალდის ფურცელივით დაიკუჭა, მაგრამ მძღოლს ნაკაწრიც კი არ ქონდა. მარანის მშენებლობის დროს ამწეს ხიმინჯები გადაქონდა. იქვე სკამზე ლომთაძე მოადგილეს ესაუბრებოდა. როგორც კი წამოდგნენ და რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს, ამწეს ბაგირი გაწყდა და მთელი ტვირთი სწორედ იმ სკამზე დაეცა. ასეთი შემთხვევები ლომთაძის ცხოვრებაში ბევრი იყო, თითქოს ცხოვრება რაღაც დიდი განსაცდელისთვის ამზადებდა.
1985 წლის ორი შემთხვევა საბედისწერო გახდა ლომთაძისთვის. დაიწყო ანტიალკოჰოლური კომპანია. მოსკოვიდან ცკ მეორე მდივნად გამოაგზავნეს ვიქტორ სმირნოვი, რომელმაც კარიერა ხელმძღვანელი პარტიული და სამეურნეო კადრების მოცილებით დაიწყო. ბევრი ხელმძღვანელი ციხეში აღმოჩნდა. აგვისტოში ღვინის მეურნეობაში ჩვეულებრივი ფინანსური შემოწმება დაიწყო, მანამდე კი შრომითი მიღწევებისათვის გარდამავალი წითელი დროშით დააჯილდოვეს.
ლომთაძის დაკავების ფორმალურ საფუძველი გახდა ნათესავის უმაღლეს სასწავლებელში მეურნეობის ხარჯზე სწავლება - იხსენებს ილია ბლაჟი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის და მრეწველობის მენეჯმენტის კათედრის გამგე. გამომძიებლებისათვის მთავარი გამოძიების დაწყება იყო, თორემ „ფაქტები მოიძებნება“. მოიძებნა კიდეც - „სახელმწიფო ქონების გაგლანგვა“, იგულისხმებოდა „ღვინის დეგუსტაცია ქარხნის მარნებში“,“სახლში ცივი იარაღის შენახვა“ და კიდევ ბევრი მსგავსი ბრალდება.
როგორ ცხოვრობდ ლომთაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში არავინ იცის, ამის შესახებ არასოდეს ლაპარაკობდა. მაგრამ ოჯახმა სრულად გადაიტანა მისი დაკავების სიმძიმე. ეჭვმიტანილის მეუღლეს შესთავაზეს საკუთარი ნებით დაეწერა სამსახურიდან განთავისუფლების განცხადება. დააყადაღეს შემნახველ წიგნაკზე არსებული დანაზოგი (2000მან.), აღწერეს ქონება. ცხოვრება შეუძლებელი გახდა, დახმარება რევაზ ლომთაძის ბავშვობის მეგობრებმა აღმოუჩინეს. როგორც კი გაიგეს ამ უბედურების შესახებ საქართველოდან ჩამოვიდნენ დ ოჯახს საარსებო ფული ჩამოუტანე. ერთი თვის შემდეგ ოჯახს ბინიდან გამოსახლებას უპირებდნენ, მაგრამ სასამართლოს დაიწყებისთანავე გამოსახლების საკითხი მოიხსნა. ლომთაძის დაცვა თამარ ბარანცევამ ითვა. ბარანცევა აღფრთოვანებული ოყო ლომთაძის გამაძლეობით და შეუპოვრობით. გამოძიება ორი წელი გრძელდებოდა და მთელი ამ დროის მანძილზე ახლობლებს ერთხელაც არ მისცეს მისი ნახვის უფლება. დედამ სასამართლომდე ვერ იცოცხლა, იმედს მხოლოდ ის აძლევდა, რომ დახვრეტილი მეუღლისაგან განსხვავებით მისი შვილი „პოლიტიკაზე“ არ იყო დაკავებული.
სასამართლო 1987 წლის ოქტომბერში დაიწყო. ოთხი თვე, სასამართლოს მსვლელობისას ლომთაძე ბრალდებებს ფაქტებით ებრძოდა. მან დაარწმუნა სასამართლო, რომ დეგუსტაციით და მიღებებით მეურნეობისთვის ზარალი კი არ მიუყენებია, არამედ პირიქით, ქარხნის ღვინოების გაყიდვით დიდი მოგება მოქონდა. უზენაესმა სასამართლომ საბჭოთა კავშირის უმაღლეს საატესტაციო კომისიას მიმართა მოთხოვნით ლომთაძისთვის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდების ჩამორთმევის თაობაზე. უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ შეკითხვა კიშინევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაუგზავნა, სამეცნიერო საბჭოს 15 წევრმა ილია ბლაჟის მეთაურობით ფარული კენჭისყრით, ადრე მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორმა რეკუნკოვმა გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება და დირექტორი სრულად იქნა რეაბილიტირებული. ლომთაძეს დაუბრუნეს ხელფასი, მაგრამ არ დაუბრუნეს წითელი დროშის ორი ორდენი (ჯილდოების გადადნობა მოასწრეს), პარტბილეთი და იარაღი, რომელიც დირექტორს ტარაკლინში აჩუქეს. ლომთაძეს მისცეს ცნობა, რომ შეუძლია მეღვინეობის დარგში მუშაობა, მაგრამ დირექტორი აღარასოდეს დაბრუნებულა უკან. მუშაობდა კიშინევის ოფისში დირექტორის მოადგილედ და 12 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე არც ერთხელ არ ჩასულა კოჟუშნაში.
ადამიანები თეთრ წეროებს ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ - ჩვენთან კი მოლდოვური ღვინის სიმბლოდაც. უკვე მრავალი წელია კოჟუშნში მოფრინავს თეთრი მოგზაური და ბუდეს ხან ერთი და ხან მეორე სახლის სახურავზე იკეთებს. იქნებ ეს ლომთაძის სული ბრუნდება საყვარელ ბაღებსა და ვენახებში.
წყარო:https://locals.md/